დღეს, ხელოვნურ ინტელექტს (AI) იმაზე ხშირად ვიყენებთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითად, Netflix-ის (NASDAQ:NFLX) მენიუს მოწყობის ალგორითმი, Amazon-ის (NASDAQ:AMZN) პროგრამული უზრუნველყოფა, ან სულაც, „სმარტფონის“ ტვინი, რომლითაც აპლიკაციები მუშაობას.
AI კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გაცილებით დიდ როლს შეასრულებს ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს, ლოგიკურიცაა და ალბათ, ამაზე აღარავინ დავობს, მით უმეტეს, ახლა, როცა ხელოვნურ ინტელექტს, გლობალურ ბაზარზე, უკვე ასობით მილიარდი დოლარის ღირებულება გააჩნია – მისი დახმარებით მუშაობს ჭკვიანი სახლის ყველა მოწყობილობა, თვითმართვადი ავტომობილი; AI ქმნის პროგნოზირებულ ალგორითმებს ინტერნეტის საძიებო სისტემაში; ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იცნობს „სმარტფონი“ ადამიანის სახეს და ა.შ.
თუ გსურთ, AI ინდუსტრიის კომპანიების პორტფელებზე გქონდეთ წვდომა, მაგრამ არ გინდათ, ცალკეული აქციების (AI stocks) იდენტიფიცირება, ინვესტიცია იმ ETF-ში უნდა ჩადოთ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა ორიენტირებული (exchange-traded fund). ამ ტიპის სავაჭრო ფონდებს აქვთ წვდომა ყველაზე მასშტაბურ AI კომპანიებზე. შესაბამისად, თქვენ აღარ მოგიწევთ ინდივიდუალური აქციების კვლევა და არჩევა.
სწორედ ამიტომ, ჩვენს რუბრიკაში, უკვე მიმოხილული თემების შემდეგ, გადავწყვიტეთ ამ საკითხზე გიამბოთ.
პირველ რიგში, იმ 4 გაცვლით სავაჭრო ფონდს დაგისახელებთ, რომლებიც AI კომპანიებზე მუშაობს და 2021 წლის მონაცემებით, ინდუსტრიის ლიდერები არიან:
AI ETF | Assets Under Management | Expense Ratio |
---|---|---|
Global X Robotics & Artificial Intelligence ETF | $2.58 billion | 0.68% |
ROBO Global Robotics and Automation Index ETF | $1.84 billion | 0.95% |
iShares Robotics and Artificial Intelligence ETF |
$448.5 million |
0.47% |
First Trust Nasdaq Artificial Intelligence ETF |
$244.4 million |
0.18% |
ახლა კი, განვიხილოთ თითოეული მათგანი.
- Global X Robotics & Artificial Intelligence ETF (BOTZ)
ფონდი (NASDAQ:BOTZ) 2016 წელს შეიქმნა და ისეთ კომპანიებში დებს ინვესტიციებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, მოგება ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტიკაზე გაზრდილი მოთხოვნისა თუ მათი უფრო ფართოდ გამოყენების შემთხვევაში მიიღონ. აქ იგულისხმება ავტომატიზაციის, სამრეწველო თუ არასამრეწველო მიმართულებით მომუშავე ბიზნესები.
BOTZ, ამჟამად, 37 კომპანიის აქციებს ფლობს. ტოპ ხუთეული კი, რომელიც ფონდის აქციების, დაახლოებით, 40%-ს შეადგენს, ასეთია:
- Upstart Holdings (NASDAQ:UPST)
- Nvidia (NASDAQ:NVDA)
- Intuitive Surgical (NASDAQ:ISRG)
- Keyence (OTC:KYCCF)
- ABB (NYSE:ABB)
ეს დიაგრამა გვიჩვენებს, რომ ამ ETF-ის აქციების ფასი, 2020 წლიდან მოყოლებული, გაიზარდა და S&P 500-ის (SNPINDEX:^) ამავე ტიპის ფასიან ქაღალდების ღირებულებასაც კი გადააჭარბა.
2. ROBO Global Robotics and Automation Index ETF
ეს ფონდი (NYSEMKT:ROBO) 2013 წელს დაარსდა და ორიენტირებულია კომპანიებზე, რომლებიც რობოტიკაში, ავტომატიზაციასა და ხელოვნურ ინტელექტში ტრანსფორმაციულ ინოვაციებს მართავენ. ROBO, პირველ რიგში, ისეთ ბიზნესებში დებს ინვესტიციას, რომლებიც, ძირითადად, ორიენტირებულია AI-ზე. ასევე ვაჭრობს ღრუბლოვანი კომპიუტერული და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების კომპანიების აქციებითაც.
ფონდი 83 განსხვავებული ბიზნესის აქციებს ფლობს. მის ტოპ ხუთეულში (ROBO-ს ღირებულების, დაახლოებით, 9% შეადგენს) უკვე ნახსენებ Surgical-ის გარდა, შედის კომპანიები:
- Rhythm Technologies (NASDAQ:IRTC)
- Brooks Automation (NASDAQ:BRKS)
- Stratasys (NASDAQ:SSYS)
- Kardex Holding (OTC:KRDXF)
ეს დიაგრამა გვიჩვენებს, რომ ROBO-ს შემოსავლები, 2020 წელს, თითქმის, გაუთანაბრდა S&P 500-ის შემოსავლებს. მართალია, ფონდის დივიდენდების სარგებელი საკმაოდ მოკრძალებულია – 0.18%, სამაგიეროდ, დაბალია ხარჯების მისი კოეფიციენტიც – 0.95%.
3. iShares Robotics and Artificial Intelligence ETF
ფონდი (NYSEMKT:IRBO) დაინტერესებულია განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ბაზრებით და ისეთი კომპანიებით, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტის, ან რობოტიკის მიმართულებით განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები აქვთ.
IRBO 2018 წელს შეიქმნა და დაახლოებით, $1 მილიარდის აქტივებს მართავს. ფონდის პორტფელში 104 კომპანიის აქციებია. მათ შორის არის ისეთი მცირე კაპიტალიზაციის მქონე, სწრაფად მზარდი ბიზნესები.
ტოპ 5 კომპანია, რომელიც IRBO-ს საერთო აქტივების 6%-ს შეადგენს, არის:
- Ambarella (NASDAQ:AMBA)
- Nemetschek (OTC: NEMTF)
- Hubspot (NYSE:HUBS)
- Alchip Technologies (3661. TW)
- Splunk (NASDAQ:SPLK)
IRB-ს ხარჯის კოეფიციენტი 0.47%-ია, დივიდენდების შემოსავალი კი – 0.6%.
ეს დიაგრამა კი გიჩვენებთ, რომ, პანდემიის დასაწყისში, IRBO-ის მაჩვენებლებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა S&P 500-ის მონაცემებს. ფონდის ეს ბოლოდროინდელი მიღწევები, სავარაუდოდ, ღრუბლოვანი კომპიუტერული კომპანიების წარმატებული ადაპტაციებისა და მუშაობის შედეგია.
4. First Trust Nasdaq Artificial Intelligence and Robotics ETF
ფონდი (NASDAQ: ROBT) ისეთი კომპანიების აქციებითაა დაინტერესებული, რომლებიც რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობენ. მართალია, 2018 წელს შეიქმნა, მაგრამ პანდემიის დაწყებისთანავე, მისი შემოსავლები ძალიან სწრაფად გაიზარდა, რადგან აქციათა პაკეტის 6-% ტექნოლოგიური კომპანიები შეადგენდნენ. ეს ფონდი 108 სხვადასხვა ბიზნესის ფასიან ქაღალდებს ფლობს, რომლის პირველ ხუთეულში, უკვე ნახსენები Ambarella-ს გარდა, შემდეგი 4 კომპანია შედის:
- Gentex Corporation (NASDAQ:GNTX)
- Dynatrace (NYSE:DT)
- Elbit Systems (NASDAQ:ESLT)
- Cadence Design Systems (NASDAQ:CDNS)
First Trust Nasdaq Artificial Intelligence and Robotics ETF-ის ხარჯის კოეფიციენტი 0.65%-ია, დივიდენდის შემოსავალი კი – 0.18%. მიუხედავად იმისა, რომ ფონდს საკმაოდ მცირე სავაჭრო ისტორია აქვს, მაინც მოახერხა და 2020 წელს S&P 500-ზე უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.