in

ტოპ 5 მარკეტინგული იდეა ახალი წლისთვის

ახალი წელი შესანიშნავი დროა ახალი მომხმარებლების მოსაზიდად, მათი ლოიალობის მოსაპოვებლად თუ ბრენდის ხილვადობის გასაზრდელად. მხოლოდ წამმზომის ჩართვასა და ფეიერვერკებს არ ეხება, ეს აზროვნების განახლებაა — ადამიანები მიზნებს ისახავენ, რუტინებს გეგმავენ და ინვესტიციებს დებენ იმაში, რაც ამ ყველაფრის დაწყებაში დაეხმარებათ. სწორედ აქ იბადება შესაძლებლობები ბრენდებისთვის, მიაწოდონ მათ ის, რაც ამ გეგმის შესასრულებლად სჭირდებათ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფიტნესმოწყობილობები იქნება ჯანსაღი ცხოვრებისთვის თუ პროდუქტიულობის ხელსაწყოები უფრო ნაყოფიერი მუშაობისთვის… მოკლედ, ახალი წელი რომ ახალ მიზნებს ნიშნავს, ეს მოთხოვნას ასტიმულირებს, ჭკვიანმა მარკეტერებმა კი იციან, როგორ უნდა დააკმაყოფილონ იგი:

ტოპ 5 საახალწლო მარკეტინგული იდეა

1. შექმენით ელ.ფოსტის სია თიზერული კამპანიებით

ელ.ფოსტის მარკეტინგი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხელსაწყოდ გვევლინება, საშუალებას იძლევა, პირდაპირ დაუკავშირდეთ აუდიტორიას პერსონალიზებული შეთავაზებებითა და დროული განახლებებით. ამიტომ, თუ ამ სიის გაზრდა გსურთ ახალი წლის დადგომამდე, თიზერული კამპანიები შესანიშნავი ვარიანტია — ისაუბრეთ პროდუქტებზე, რომლებსაც საახალწლო პერიოდში ჩაუშვებთ, შეადგინეთ განსაკუთრებული შეთავაზებები ან, თუნდაც, ექსკლუზიური კონტენტი შესთავაზეთ მომხმარებლებს. ამოცანა აქ იდუმალებისა და აღფრთოვანების გამოწვევაა რაღაც დიდის დაპირებით მათთვის, ვინც თქვენს სიაში შედიან. ამგვარად, როცა ახალი წლის კამპანიას ჩაუშვებთ, უკვე გეყოლებათ დაინტერესებული აუდიტორია, რომელთაც თქვენს ბრენდთან ინტერაქციის სურვილი ექნებათ. 

2. ჩაუშვით ახალი წლის ფასდაკლებები შეზღუდული დროით

ის, რასაც მომხმარებელი ვერ უძლებს, შეზღუდული დროით ჩაშვებული ფასდაკლებებია. ამისთვის კი ახალი წლის წინა დღე და უშუალოდ ახალი წელი შესანიშნავი დროა — თუ ფასდაკლებას შესთავაზებთ მათ, ვინც ბოლო დღისთვის მოიტოვა საჩუქრების შერჩევა, გაყიდვების მნიშვნელოვნად ზრდას შეძლებთ. ამ საქმეში კი სოციალური მედია, ელ.ფოსტა ან, თუნდაც, ვებგვერდები შეგიძლიათ, გამოიყენოთ და მათ დროის დეფიციტის შესახებ მიაწოდოთ გზავნილები. ეს შეტყობინებებში იმგვარი სიტყვების გამოყენებას მოიცავს, როგორებიცაა მხოლოდ დღეს / შუაღამემდე — ასე გადაუდებლობის შეგრძნებას გააჩენთ და შედეგიც არ დააყოვნებს.

3. შექმენით გადაუდებლობის შეგრძნება ტაიმერით

მოწიკწიკე საათი ადამიანებს მოქმედებისკენ უბიძგებს, ამიტომაც იდეალურია ახალი წლის კამპანიებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ახალი წლის აქციების დაწყების წამმზომი გაქვთ ჩართული თუ დასრულების, მთავარია, ამას გაყიდვების ზრდა შეუძლია მომხმარებლებისთვის იმის მითითებით, რომ ცოტა დრო რჩებათ საუკეთესო შეთავაზებით სარგებლობისთვის.

4. დაარეკლამეთ ფასდაკლებული პროდუქტები

„ახალი წელი, ახალი შეთავაზებების“ ფარგლებში მომხმარებლებს ნათლად აჩვენეთ, რა ნივთებს სთავაზობთ ფასდაკლებით თავიანთი მიზნების მისაღწევად. სეზონური ნივთები წარადგინეთ, რომელთა სწრაფად ამოყიდვაც გსურთ, ნაკლებად პოპულარულ პროდუქტებთან ერთად, რათა ასე შეკვეთების საშუალო ღირებულება გაზარდოთ. ოღონდ დარწმუნდით, რომ თქვენი გზავნილი მკაფიო და ზუსტი იქნება.

5. შეახსენეთ მომხმარებლებს კუპონებისა და ფასდაკლების კოდების შესახებ

თუ ახალი წლის პერიოდში მომხმარებლებისთვის სპეციალური კუპონები ან ფასდაკლების კოდები შეადგინეთ, ნუ დაიზარებთ მათთვის ამის შეხსენებას. შეგიძლიათ, ვებგვერდით უთხრათ ამის შესახებ და მიუთითოთ, თუ რამდენ ხანში გაუვა კოდს ვადა. მეტიც, შეგიძლიათ, რაღაც მცირე დამატებითაც შესთავაზოთ იმ შემთხვევაში, თუ კოდს მყისიერად გამოიყენებენ. 

მომხმარებლებისთვის გამოუყენებელი კუპონების შეხსენება ორმხრივად მოგებიანია — ისინი კარგ შეთავაზებას იღებენ, თქვენ კი კარგი გაყიდვებით იწყებთ ახალ წელს.

კრეატიული ინდუსტრიის შეჯამება და 2026 წლის პროგნოზები

ერთადერთი საახალწლო გზავნილი, რომელიც მნიშვნელოვანია — Save the Children-ის კამპანია