in

ტოპ 8 შრიფტი 1920-იანი წლებიდან

ტიპოგრაფიამ და გრაფიკამ 1920-იან წლებში წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია განიცადა… ბევრი მნიშვნელოვანი ამბავიც სწორედ ამ პერიოდში მოხდა. იცოდით, რომ პირველად ტერმინი გრაფიკული დიზაინი 1922 წელს უილიამ ედისონ დუიგინსმა გამოიყენა? ასე მას საკუთარი წიგნის დიზაინის შექმნის პროცესის აღწერა სურდა, რაც ბეჭდურ მხარეს, ილუსტრაციასა და დიზაინს აერთიანებდა.

BOG
BOG

პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე Bauhaus გრაფიკულ დიზაინში აკადემიურ დისციპლინად და პროფესიად ჩამოყალიბდა, როცა არტ ნუვოს მრუდები არტ დეკოს გეომეტრიულ სტილში მოგვევლინა. ათწლეულის ბოლოს კი ახალი ტიპოგრაფიული მოძრაობა წამოიწყეს — დიზაინერმა იან ჩიჩოლდმა ტიპოგრაფიული სიმეტრიის კლასიკური წესები უარყო. ასე კი უსაზღვრო შესაძლებლობები გაჩნდა შემოქმედებითი გამოხატვისთვის. 

ეს ყველაფერი 1920-იანი წლების ტიპოგრაფიას მეტად საინტერესოს ხდის, ამიტომ მოდით, მათ შორის საუკეთესოები ერთად ვნახოთ:

1. Futura

1927 წელს პოლ რენერმა გეომეტრიული sans-serif Futura შექმნა და კომერციულად ჩაუშვა. მრავალფეროვანი იყო და ბევრი რამის გამოხატვის საშუალებას იძლეოდა. ისეთ სფეროებში ვხვდებოდით, როგორებიცაა კინო, მოდა, ავტოინდუსტრია და გამომცემლობა. მარტივი იყო და პერსონალიზმიც ჰქონდა. მარტივად წაკითხვადიც გახლდათ. დღეს ისეთი ბრენდები იყენებენ, როგორიც Volkswagen და იკეაა, ასე კი იმიტომ ხდება, რომ 1920 წელს შექმნილი შრიფტი კვლავ ინარჩუნებს თანამედროვეს იერს. 

2. Erbar-Grotesk

ტიპოგრაფიის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, რადგან პირველ სრულად გეომეტრიულ sans-serif შრიფტს წარმოადგენს, რომელიც კომერციულად ხელმისაწვდომი გახდა. მოდერნიზმისა და ბაუჰაუსის მოძრაობის ოპტიმისტურ სულისკვეთებას ასახავს, მარტივი და ფუნქციურია, სუფთა, გეომეტრიული მინიმალისტური დიზაინით. შრიფტის ავტორი კი იაკობ ერბარი გახლავთ, გერმანელი დიზაინერი, რომელმაც Erbar-Grotesk 1926 წელს შექმნა. მართალია, მაშინ თანამედროვე შრიფტად მოიაზრებოდა, მაგრამ დღეს რეტრო ფონტად შეგიძლიათ, გამოიყენოთ. 

3. Broadway

არტ დეკოს კლასიკაა, 1927-1928 წლებში მორის ფულერ ბენტონმა American Type Foundry-ისთვის შექმნა და მას შემდეგ მრავალ ალბომზე, წიგნის ყდასა თუ თეატრის აფიშაზე ვიხილეთ. 

4. Universal

მაშინ შეიქმნა, როცა სტუდენტებს ტრადიციული წესების რღვევისკენ და ინოვაციების ძიებისკენ უბიძგეს. იდეალური შრიფტი უნდა ყოფილიყო, რომელიც უნივერსალურად იქცა:

5. Cooper Black

1922 წელს ოსვალ ბრიუს კუპერმა შექმნა და Barnhart Brothers & Spindler-მა გამოუშვა. ერთდროულად თამამი და მეგობრულია, მომრგვალებული ფორმებით:

6. Gill Sans

თუ ექსპერტებს დავუჯერებთ, ამ შრიფტს ყველაფერი აქვს, ელეგანტურობაც, ფუნქციურობაც, პერსონალიზმიც, წაკითხვადიცაა და საოცრად დახრილიც. შეუსაბამობებს გვთავაზობს გამაოგნებელი კონტრასტებით, მიმზიდველი კი სიმარტივისა და ინდივიდუალიზმის შერწყმით ხდება, რისი ავტორიც ერიკ გილი გახლავთ, რომელმაც შრიფტი 1926 წელს შემოგვთავაზა:

7. Industria Gravur

ჰერმან ზენფანდის დიზაინია, განიერი ასოებით, რითაც პოსტერების სათაურებში იკავებდა ადგილს:

8. Bifur

საბოლოოდ კი Bifur-ამდე მივედით — ფრანგმა ხელოვანმა და დიზაინერმა კასანდრემ 1929 წელს შექმნა, რითაც იმდროინდელ საზოგადოებას რაღაც თანამედროვე და ექსპერიმენტული შესთავაზა, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვევის წინაშე აყენებდა ტრადიციულ ნორმებსა და ფორმებს.

და თუ გაინტერესებთ, როგორ განვითარდა შრიფტების დიზაინი მომდევნო ათწლეულში, შეგიძლიათ, 1930-იანი წლების საუკეთესო შრიფტებს გაეცნოთ.

Gifting (საჩუქრის გაგზავნა) – ახალი ფუნქცია ინოვაციების ლიდერი ვოლტისგან

მიკრომენეჯმენტის უარყოფითი ეფექტი ანუ რატომ არ უნდა აკეთოთ ყველაფერი თავად