საერთაშორისო პოლიგრაფიულმა კომპანიამ Coastal Creative 2020 წლის დიზაინ ტრენდებზე პროგნოზი გამოაქვეყნა. მათ, ვისაც სურს, მოვლენებს არა თუ ფეხს უწყობდეს, არამედ რამდენიმე ნაბიჯით უსწრებდეს და წინასწარ იცოდეს, რა ხდება სფეროში, ამ ტენდენციებით აუცილებლად დაინტერესდებიან.
კომპანიამ სხვადასხვა პროდუქტისა და ტექნოლოგიის გამოსახულება შექმნა, ამისთვის კი მონაცემებისა და დიზაინის მიქსი, ასევე ექსპერიმენტული ფერები გამოიყენა. როგორც აღმოჩნდა, მომავალი წლისთვის, ბრტყელი ფონი ტრენდული აღარ იქნება. შეიცვლება პროდუქტის გამოსახულებისადმი მიდგომაც – სტანდარტულ ფოტოებს ისეთი ვიზუალებით ჩაანაცვლებენ, რომელზეც ნივთის ფუნქცია იქნება ნაჩვენები. ამის ნათელი მაგალითია Nike-ის კამპანია. ასევე ტენდენციური გახდება ჰიპერრეალისტური ტექსტურიები და ზოგადად, როგორც Coastal Creative-ში თვლიან, 2020 ფერების, ფორმებისა და ტექსტურის დროა. მაშ ასე, ნახეთ, როგორი შეიძლება იყოს დიზაინი მომდევნო წელს.