in

3 დივიდენდური TOP კომპანია, სადაც ექსპერტები ინვესტირებას გირჩევენ!

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ $1000 – სად შეიძლება, დააბანდოთ ეს ფული?

istoriebi
istoriebi

აქციების შეფასებისას, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ინვესტორმა, ყურადღება მიაქციოს და კარგად შეისწავლოს ამ ფასიანი ქაღალდებით მიღებული შემოსავლები. შემოსავლები, რომელსაც კომპანია დივიდენდის სახით იხდის და მათი მოცულობა აქციების ფასის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, ანალიზისას შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ ძვირადღირებული ფასიანი ქაღალდების შეძენის შემდეგ, დივიდენდის სახით, დამატებით თანხას გადაგიხდიან, თუმცა, არც ისე დიდ პროცენტს. გამორიცხული არ არის, პირიქითაც მოხდეს, აქციები საკმაოდ იაფი ღირდეს, მაგრამ მათში სოლიდური ოდენობის დივიდენდებს იხდიდნენ.

წარმოიდგინეთ, თქვენ, როგორც ინვესტორს გაქვთ $1000. გაინტერესებთ, რა მოცულობის დამატებით შემოსავალს მიიღებთ იმ აქციების შეძენით, ყველაზე მაღალი დივიდენდების გადამხდელ კომპანიებად რომ ითვლებიან?

ამისთვის, აუცილებელია კონკრეტული მაგალითები განვიხილოთ. დღეს გიამბობთ, თემაზე, რომელზეც ჩვენს რუბრიკაში ჯერ არ გვისაუბრია – ეს გახლავთ, 3 ტოპ კომპანია, რომელთა აქციებიც შეგიძლიათ, შეიძინოთ, თუ ინვესტიციისთვის $1000 გაქვთ.

ამ სამეულში, პირველი BlackRock (BLK – 2.46%)-ია. მისი ერთი აქცია $965-ად ივაჭრება და თითოეული 1.72%-იან სარგებელს მოგიტანთ.

BlackRock, მსოფლიოს მასშტაბით, აქტივების მართვის უმსხვილესი კომპანიაა. 30 სექტემბრის მონაცემებით, აშშ-ში, ის $7.8 ტრილიონის აქტივებს მართავს, საფონდო ბირჟებზე კი ერთ-ერთი ძალიან მსხვილი მიმწოდებელია.

10 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, BlackRock-ის წლიურმა ზრდამ, დაახლოებით, 10% შეადგინა. ამავე პერიოდში, კომპანიის აქციების ფასი, წლიური მაჩვენებლის მიხედვით, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა.

2021 წლის მესამე კვარტალში BlackRock-ის შემოსავლები 16%-ით გაიზარდა, მთლიანი წლის განმავლობაში კი – 23%-ით. საერთო ჯამში, კომპანიის აქციების ფასმა, დაახლოებით, 34%-ით მოიმატა. ასე რომ, მას აქვს შესაძლებლობა, დივიდენდებიც გაზარდოს. ამას სტატისტიკაც ადასტურებს – BlackRock, ზედიზედ, 17 წელია, დივიდენდებს ყოველწლიურად ზრდის. დღეს, კომპანია, თითო აქციაში, კვარტალურად, $4.13-ს იხდის, რაც $16.52-ია ყოველწლიურად, 1.72%-იანი სარგებლის შემთხვევაში.

ასე რომ, თუ ახლა $965-ად შეიძენთ BlackRock-ის ერთ აქციას, ყოველწლიურად, დივიდენდის სახით, $16.52-ს მიიღებთ.

ამავე სამეულში შედის T. Rowe Price, რომლის თითო აქცია $214-ად ივაჭრება და სარგებლის სახით, 2.03%-ს გთავაზობთ. 

T. Rowe Price (TROW – 2.66%) – აქტივების მმართველი კომპანიაა და 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით, $1.7 ტრილიონის აქტივებს მართავს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაფიქსირდა T. Rowe Price-ის შემოსავლების15%-იანი ზრდა. 2021 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით კი, თითო აქციის ფასი, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა. ამავე წლის მესამე კვარტალში, მისმა შემოსავალმა, 22%-ით მოიმატა, წლიურმა ზრდამ კი 21%-იან მაჩვენებელს მიაღწია. აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ 2021 წლის დასაწყისში, კომპანიის აქციების ფასი, ჯამში, 44%-ით გაიზარდა.

T. Rowe Price დივიდენდის არისტოკრატ კომპანიად ითვლება, რადგან 34 წლის განმავლობაში,  ყოველწლიურად, უწყვეტად ზრდის დივიდენდებს. დღეს, კვარტალურად, თითო აქციაზე, დივიდენდის სახით, $1.08-ს იხდის, რაც ყოველწლიურად, $4.32-ია, 2.03%-იანი მოგებით.

11 ნოემბრის მონაცემებით (თითო აქციის ფასი $214), $1 000-ად, დაახლოებით, 5 აქციის შეძენა შეგიძლიათ, რაც წლიურად, დივიდენდის სახით, $21.60 მოგიტანთ.

ამ სამეულის კიდევ ერთი კომპანია US Bancorp-ია, რომლის თითო აქციაც $61-დ ივაჭრება და 3.04%-იან მოგებას გთავაზობთ.

US Bancorp (USB – 3.40%) სიდიდით მე-5 ბანკია აშშ-ში, $568 მილიარდიანი მთლიანი აქტივებით. ახლახან, მან სან-ფრანცისკოში დაფუძნებული MUFG Union Bank შეიძინა, Mitsubishi UFJ Financial Group-ისგან. გარიგება 2022 წლის პირველ ნახევარში დაიხურება, რომლის მიხედვითაც, „US Bancorp ჰოლდინგი“, $133 მილიარდის აქტივებსა და 342 ახალ ფილიალს გახსნის, ძირითადად კალიფორნიაში.

US Bancorp ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბანკია საჯარო ვაჭრობის ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, ეფექტურობის კოეფიციენტით

ბოლო წლების განმავლობაში, კომპანიამ, წლიურად, საშუალოდ, 5%-მდე გაზარდა მოგება. ამაში მოიაზრება პანდემიის პერიოდიც, დრო, როდესაც ბანკები, ერთ-ერთი პირველი დაზარალებულები იყვნენ. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მისი აქციების ფასი, დაახლოებით, 9%-ით გაიზარდა. ამ წელს კი, მათმა ღირებულებამ 31%-მდე მოიმატა.

კომპანია, დღეს, დივიდენდის სახით, კვარტალურად, თითო აქციაზე, $0.46-ს იხდის. წლიურად კი –  $1.84-ს, 3.04%-იანი მოგებით. თუ ახლანდელ ფასს ავიღებთ, $1 000-ად შეგიძლიათ, მისი 17-მდე აქცია შეიძინოთ და წლიურად, დივიდენდის სახით, $31,28 მიიღოთ.

ექსპერტების ეს რჩევები, რა თქმა, უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად, სწორედ მათი ანალიზისა და მონაცემების მიხედვით იღებენ ინვესტორები გადაწყვეტილებას. თუმცა, არ დაგავიწყდეთ – ნებისმიერი მიმართულებით თანხის დაბანდებამდე, კარგად აწონ-დაწონეთ რისკები, გააანალიზეთ, რა სარგებელი ან პირიქით, ზიანი შეიძლება მოგიტანოთ ამ გადაწყვეტილებამ. ასევე, გაიხსენეთ თქვენი ინტერესები, თუ საჭიროებები. და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.

 

 


ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს

 

„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი – სწრაფად, მარტივად, ურიგოდ!

ფიზიკოსები, კვანტური კომპიუტერების გამოყენებით, დროის კრისტალებს ქმნიან