in

ელექტრომობილების Top მწარმოებლები და მათი აქციები, როგორც ინვესტირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება

ელექტრომობილებზე მოთხოვნა, წლიდან წლამდე, იზრდება, ამასთან, აქტუალური ხდება მათი წარმოება. კომპანიები კი, რომლებიც ამ ავტომობილებს უშვებენ, ინვესტორებისთვის, კიდევ უფრო საინტერესო შეიძლება იყოს – ეს ინდუსტრია მზარდია, ანუ მასში ფინანსური რესურსის დაბანდება, სამომავლოდ, ბევრად მიმზიდველი იქნება. თუმცა, ჩვენს სტატიებშიც ხშირად გვისაუბრია და ზოგადად, ფინანსური სექტორის ყველა მოთამაშეს უნდა ახსოვდეს, რომ აუცილებელია სიტუაციის დეტალურად გაანალიზება, თითოეული საინვესტიციო შეთავაზების შესწავლა, რისკების შეფასება და გადაწყვეტილების ისე მიღება.

galt & taggart
galt & taggart

სპეციალისტების აზრით, ელექტრომობილების მწარმოებელთა აქციები ინვესტირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ სწორი გადაწყვეტილებები რომ მიიღოთ, თქვენი ფინანსური პორტფელისა და მოთხოვნების შესაბამისი კომპანია უნდა შეარჩიოთ. ამ ინდუსტრიაშიც, როგორც ექსპერტები ამბობენ, ბიზნესები, ძირითადად, სამ ტიპად იყოფა. ესენია:

  • ელექტრომობილების მწარმოებლები აქციების საუკეთესო ღირებულებით
  • ელექტრომობილების მწარმოებლები ყველაზე სწრაფად მზარდი აქციებით
  • ელექტრომობილების მწარმოებელი საუკეთესო დინამიკის მქონე, ანუ იმპულსურად მზარდი კომპანიები

ამ ბიზნესების წინსვლისა და განვითარების შესაბამისად იზრდება მათი აქციების ფასიც, ან პირიქით, უკუსვლის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების ღირებულება იკლებს. ამის მიხედვით განისაზღვრება ინვესტორის მოგება, ან – წაგება.

მოდით, ახლა განვიხილოთ თითოეული მათგანი, კონკრეტული კომპანიების 1-წლიანი მაჩვენებლებით (2021 წლის სექტემბრის მონაცემები).

ელექტრომობილების მწარმოებლები აქციების საუკეთესო ღირებულებით – ამ ჯგუფში შედის კომპანიები, რომლებსაც, 12 თვის განმავლობაში, ფასისა და გაყიდვების თანაფარდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ. განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი კომპანიების შემთხვევაში, ეს მონაცემი შესაძლოა გამოიყენოთ, როგორც ბიზნესის ღირებულების მიახლოებითი ღირებულება. იგივე მოცემულობაა მსხვილ, მაგრამ სხვადასხვა შოკებისაგან დაზარალებულ კომპანიებთან დაკავშირებით – ფასისა და გაყიდვების თანაფარდობა აჩვენებს, რა თანხას იხდით აქციაში, გაყიდვებით გენერირებული თითოეული დოლარისთვის.

 ელექტრომობილების მწარმოებლები აქციების საუკეთესო ღირებულებით
Price ($) Market Cap ($B) 12-Month Trailing P/S Ratio
Kandi Technologies Group Inc. (KNDI) 4.84 0.4 3.4
Li Auto Inc. (LI) 30.62 31.6 11.0
NIO Inc. (NIO) 38.45 63.0 13.2

წყარო: YCharts

ელექტრომობილების მწარმოებლები ყველაზე სწრაფად მზარდი აქციებით – ამ ჯგუფში ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები შედის, სადაც კვარტალური პროცენტული შემოსავლები შეწონილია თითო აქციის ყოველწლიურ შემოსავალთან. ამ ტიპის ბიზნესებში, წარმატებისათვის, მოგებაც და გაყიდვებიც თანაბრად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, რანჟირებამ, მხოლოდ ერთ-ერთი ამ მაჩვენებლის ზრდის მიხედვით, შესაძლოა, რომელიმე ციფრი, მთლიანობაში, არაპრეზენტატულად აქციოს.

 ელექტრომობილების მწარმოებლები ყველაზე სწრაფად მზარდი აქციებით
Price ($) Market Cap ($B) EPS Growth (%) Revenue Growth (%)
Electrameccanica Vehicles Corp. Ltd. (SOLO) 3.44 0.4 N/A (see company description) 2,380
Workhorse Group Inc. (WKHS) 9.04 1.1 N/A (see company description) 1,210
Tesla Inc. (TSLA) 754.86 756.2 920.0 98.1

Source: YCharts

საუკეთესო დინამიკის მქონე, ანუ იმპულსურად მზარდ ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიებში, ასევე მიმზიდველი გარემოა ინვესტორებისთვის. ამ შემთხვევაში, საუბარია ისეთ აქციებში ფულის ჩადებაზე, რომელთა ფასიც უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე – მთლიანად ბაზარი. არსებობს საუკეთესო დინამიკის მქონე/იმპულსურად მზარდი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიები, რომლებსაც ჰქონდათ ყველაზე მაღალი სრული შემოსავალი, ბოლო 12 თვის განმავლობაში.

საუკეთესო დინამიკის მქონე/იმპულსურად მზარდი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიები 
Price ($) Market Cap ($B) 12-Month Trailing Total Return (%)
Blink Charging Co. (BLNK) 31.90 1.3 381.1
Arcimoto Inc. (FUV) 12.14 0.5 129.9
XPeng Inc. (XPEV) 39.37 33.7 117.9
Russell 1000 N/A N/A 35.8
KraneShares Electric Vehicle and Future Mobility ETF (KARS) N/A N/A 65.0

Source: YCharts

 


ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.

 

როგორ შეიქმნა Google?

მანქანა, როგორც ფუფუნების საგანი – Lincoln-ის ისტორია