in

როგორ ხდებიან საუკეთესო დამსაქმებლები – TOP Employers Institute

Happy creative businesspeople brainstorming in office, placing sticky notes with ideas on glass

“საუკეთესო დამსაქმებელი” – მაინც, როგორ ხდება განსაზღვრა, ვინ იმსახურებს საუკეთესოს წოდებას? ვინ იღებს პასუხისმგებლობას და ვის აქვს კვალიფიკაცია, ასეთ მგრძნობიარე კითხვას ობიექტურად გასცეს პასუხი? TOP Employers Institute საერთაშორისოდ აღიარებული კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, შეაფასონ და გააუმჯობესონ სამუშაო გარემო. TOP Employers Institute ოცდახუთი წლის წინ დაარსდა და ამ დრომდე, 119 ქვეყანასა და რეგიონში 1600-ზე მეტი ორგანიზაციის მუშაობა შეაფასა, რაც 6 900 000 თანამშრომელს მოიცავს, მსოფლიო მასშტაბით.

TOP Employer Institute ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო კვლევას, რათა მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლები და მათი წარმატების განმაპირობებელი ფაქტორები გააცნოს.

მაინც, რა კრიტერიუმები მიიჩნევა მნიშვნელოვნად, რაც საუკეთესო დამსაქმებლებს სხვებისგან გამოარჩევს? 

TOP Employer Institute დასაქმებულთა პირობებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით აფასებს, მაგალითად: ტალანტების მართვის სტრატეგია, პერსონალის დაგეგმვა, ახალი თანამშრომლების ადაპტაცია, სწავლა და განვითარება, შესრულებული სამუშაოს შეფასება, ლიდერობის განვითარება, კარიერული განვითარება, კომპენსაცია და ბენეფიტები, კორპორატიული კულტურა.

იმისათვის, რომ დამსაქმებელთა ამ მარათონში ჩაერთოს, კომპანია TOP Employer Institute-ის ვებგვერდზე რეგისტრირდება, ღილაკის Get Certified საშუალებით. ორგანიზაცია საუკეთესო დამსაქმებელს უზრუნველყოფს საჭირო ინსტრუმენტებით ბრენდინგისთვის, ბენჩმარკეტინგისთვის თუ კომუნიკაციისთვის, რათა კომპანიამ გაიმყაროს თავისი პოზიცია, საუკეთესოს სტატუსით.

საუკეთესო დამსაქმებლის შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: დეტალური კითხვარის შევსებას, ორგანიზაციის მიერ ამ კითხვარის შეფასებას, წარმატების შემთხვევაში, სერტიფიცირებას და უკუკავშირს TOP Employer Institute-ისგან.

წლევანდელი შედეგები სულ მალე გახდება ცნობილი. 2020 წლის გამარჯვებულს TOP Employers Institute 13 თებერვალს, ამსტერდამში გამართულ გალა ვახშამზე გამოავლენს.

როცა დამკვეთი სააგენტოს კომპეტენციაში იჭრება – ვალენტინობის ვიდეორგოლი „ალტასგან“

MYMARKET-ის მობილური ვერსია განახლდა