„ქართული ღვინის გილდია“ საქართველოს მევენახეობა-მეღვინოების სექტორში მოქმედი საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ორგანიზაციაა. გუნდი დაკომპლექტებულია ენოლოგ-მკვლევარებით, პრაქტიკოსი მევენახე-მეღვინეებით, სომელიეებითა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეგუსტატორებით. გილდია ორიენტირებულია მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის მაქსიმალურად განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.
„ქართული ღვინის გილდიის“ საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საგანმანათლებლო საქმიანობა. ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაცია განათლების სამინისტროს მიერ რეგულირებად პროფესიულ გადამზადების პროგრამებზე. კერძოდ :

- ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაცია
- ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიები

პროგრამები ნაწილობრივ (25%) ფინანსდება განათლების სამინისტროს მიერ. პრაქტიკული მეცადინეობა ითვალისწინებს პრაქტიკის გავლას ერთ-ერთ უძველეს, ღვინის მწარმოებელ მარანში – „შატო ზეგაანში“. სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. თითოეულ მსმენელს ექნება დასაქმებისა და კარიერული განავითარების შესაძლებლობა.

[R]











