ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვისას, ჩვენს სტატიებში, უკვე ვისაუბრეთ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, როგორც ინვესტიციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაზე. ის ბიზნესებიც განვიხილეთ, სადაც, ამ მიმართულებით, ფულის დაბანდება შეიძლება. დღეს, ამ თემას ისევ შევეხებით, ოღონდ, ამჯერად, მსოფლიოს Top ტექნოლოგიურ აქციებზე და მათში ინვესტირების სამ, ერთმანეთისგან განსხვავებულ შესაძლებლობაზე გიამბობთ.
თუმცა, მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით. ტექნოლოგიური სექტორი აერთიანებს კომპანიებს, რომელიც მომხმარებელს ელექტრონიკასთან, პროგრამულ უზრუნველყოფასთან, კომპიუტერებთან, ხელოვნურ ინტელექტთან და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობს. ამ ინდუსტრიაში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებია: Apple Inc. (AAPL), Microsoft Corp. (MSFT), and Amazon.com Inc. (AMZN).
ტექნოლოგიური კომპანიების აქციები, რომელსაც საინვესტიციო ფონდი Technology Select Sector SPDR Fund (XLK) წარმოადგენს, ბოლო 1 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო დიდ ბაზარზე გავიდა. XLK-მ, ინვესტორებისთვის, 12 თვეში, 37.9%-იანი შემოსავალი უზრუნველყო. ეს კი, Russell 1000-ის (საფონდო ბირჟის ინდექსი, რომელიც წარმოადგენს top 1000 კომპანიას საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, აშშ-ში), საერთო შემოსავლებზე მაღალია – Russell 1000-ის შემოსავლის მაჩვენებელი 35.3%-ია (2021 წლის 17 სექტემბრის მონაცემები).
ამ მონაცემებთან ერთად, აქტუალურია ის მახასიათებლები, რასაც ინვესტორები ტექნოლოგიურ ბიზნესში ფულის დაბანდებისას აქცევენ ყურადღებას. ახლა სწორედ ამ სპეციფიკურ დეტალებზე გიამბობთ და გაგაცნობთ თითოეული მიმართულებით, წამყვან კომპანიებს.
პირველი, რაც, შეიძლება, ინვესტორისთვის საინტერესო იყოს, გახლავთ ტექნოლოგიური კომპანიები, საუკეთესო ღირებულებით. ფულის დაბანდების ეს სტრატეგია გულისხმობს ისეთი ბიზნესის ფასიანი ქაღალდების ყიდვას, რომელთა ღირებულება უფრო დაბალია, ვიდრე თავად კომპანიის პროდუქტის ან მომსახურებისა. ეს მაჩვენებელი, როგორც წესი, აქციების ფასის ერთ ან რამდენიმე ძირითად ბიზნეს მაჩვენებლებთან თანაფარდობით იზომება. ყველაზე გავრცელებულია ფასის მოგებასთან შეფარდებაა (price-to-earnings (P/E) ratio). ინვესტორები თვლიან, რომ თუ კონკრეტულ მომენტში, აქციის ფასი მის მოგებაზე დაბალია, ეს ღირებულება, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე სხვა აქციებისა, რადგან ფასი და მოგება, პერიოდულად, ერთმანეთთან შესაბამისობაში მოდის.
ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიები | ||||
---|---|---|---|---|
Price ($) | Market Cap ($B) | EPS Growth (%) | Revenue Growth (%) | |
Fidelity National Information Services Inc. (FIS) | 123.73 | 76.4 | 1,730 | 17.3 |
Advanced Micro Devices Inc. (AMD) | 103.88 | 126.0 | 346.2 | 99.3 |
The Trade Desk Inc. (TTD) | 72.58 | 34.7 | 100.0 | 100.9 |
NVIDIA Corp. (NVDA) | 219.00 | 547.5 | 276.0 | 68.3 |
Qualcomm Inc. (QCOM) | 133.60 | 150.7 | 139.2 | 64.7 |
წყარო: YCharts
საუკეთესო momentum, ანუ დინამიკის მქონე, იგივე იმპულსური კომპანიები კიდევ ერთი მიმზიდველი გარემოა ბიზნესმენებისთვის. ინვესტირების დინამიკური, ანუ იმპულსური სტრატეგია ისეთ აქციებში ფულის ჩადებას გულისხმობს, რომელთა ფასიც უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მთლიანად ბაზარი. momentum ინვესტორები იმედოვნებენ, რომ წლის განმავლობაში, ხშირად იქნება ისეთი შემთხვევები, როდესაც ფასიანი ქაღალდები, ზრდის მაჩვენებლით, მთლიან ბაზარს გაუსწრებს.
საუკეთესო დინამიკის მქონე/იმპულსურად მზარდი კომპანიები | |||
---|---|---|---|
Price ($) | Market Cap ($B) | 12-Month Trailing Total Return (%) | |
Cloudflare Inc. (NET) | 131.41 | 42.1 | 264.0 |
Bill.com Holdings Inc. (BILL) | 294.20 | 28.5 | 249.8 |
Fortinet Inc. (FTNT) | 299.49 | 48.9 | 159.6 |
HubSpot Inc. (HUBS) | 696.68 | 32.8 | 157.9 |
Applied Materials Inc. (AMAT) | 140.80 | 127.1 | 152.0 |
Russell 1000 | N/A | N/A | 35.3 |
Technology Select Sector SPDR Fund (XLK) | N/A | N/A | 37.9 |
Source: YCharts
ამ სტატიაში შევეცადეთ, გვეჩვენებინა ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტირების საშუალებები და სპეციფიკური მახასიათებლები. ახლა, თავად უნდა გადაწყვიტოთ, რომელ მოდელს აირჩევთ. გადაწყვეტილება კი იმის მიხედვით უნდა მიიღოთ, რომელი მათგანიც უფრო მეტად მიესადაგება თქვენს საინვესტიციო პორტფელს, თუ – ინტერესებს, ან რა უფრო პრიორიტეტულია – აქციებისა და შესაბამისად, კომპანიის სწრაფი ზრდა, ფასიანი ქაღალდების საუკეთესო ღირებულება, თუ განვითარების ყველაზე მაღალი დინამიკა?!
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.