13
May
2016

“Topishare” – თბილისიდან მართული სოციალური ქსელი ფორუმის ელემენტებით

13 May 2016

Startauperi
Startauperi


ბოლო რამდენიმე წელია ინოვაციური სტარტაპები ქვეყნის ბიზნეს სექტორის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა. ამ განხრით საკმაოდ ბევრი კერძო ინიციატივა ვნახეთ, ბევრმა არ გაამართლა, ბევრიც კი დღეს უკვე წარმატებული ბიზნესია და გამართულად მუშაობს. ქვეყნის ბიზნეს გარემომ ხელი შეუწყო ასევე უცხოელი ინვესტორებისა და Startup ინოვატორების შემოდინებას, რომლებიც უკვე თბილისიდან ცდილობენ თავიანთი ბიზნეს იდეების განვითარებას.

Topishare

Topishare.Com – ერთ-ერთი უახლესი მათგანია, რომელიც ძალიან მალე სოციალური მედიის ტრანსოფმაციას გვპირდება და ამ ყველაფერში საქართველო ერთ-ერთ ფიგურანტად გვევლინება. რამ გადააწყვეტინა პროექტის ავტორებს ამ ყველაფრის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანა – ამის შესახებ მარკეტერს პროექტის კომუნიკაციების მენეჯერი ინგე სნიპი ესაუბრა:

M: სად და როგორ დაიწყო Topishare?

“Topishare” -ის იდეა დაიბადა კოსტა რიკის ღრმა ჯუნგლებში, სადაც როტემი, ჰილა და იარი 15 წლიანი სტარტაპ პროექტების შემდეგ, ცოტა ხნით გადაცხოვრდნენ. მაშინ ჯერ კიდევ  22 წლის როტემი მიხვდა რომ, მაიმუნები, რომლებიც ირგვლივ დახტოდნენ, ქვეწარმავლები, რომლებიც მიწაზე დაცოცავდნენ და არაჩვეულებრივი მზის ჩასვლები, რომლის შესახებაც ინფორმაციის მიწოდება ლოკალურ კომუნას არ შეეძლო სხვებისთვის.

ფეისბუკს მხოლოდ 2.7 ორგანული წვდომა ქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მხოლოდ 2.7% ადამიანებისა, რომლებსაც მოწონდათ თქვენი გვერდი შეეძლოთ ენახათ თქვენივე პოსტები, თუ თქვენ არ ხარჯავთ ამაში თანხას, რა თქმა უნდა ეს რაოდენობა ქვემოთ იწევს და ეს ყველაფერი როტემისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მანამ სანამ მათ დაიწყეს პატარა ონლაინ პროექტის წერა კოსტა რიკის კომუნისთვის, მალევე მიხვდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელი ყველანაირი კარგი მიზნით იქმნება, ისინი ქსელში  ერთგვარად „გაირყვნენ“: მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის შენახვა და შეგროვება. (იმ შემთხვევაშიც თუ თქვენ მათ შლით, ისინი ინახება, ანალიზდება და ეყიდება რეკლამის განმთავსებლებს) ისინი მიხვდნენ, რომ ალგორითმი ანუ, რასაც შენ ხედავ და ვერ ხედავ ამის გადაწყევეტა შენ თავად არ შეგიძლია და ქსელები შოულობენ ფულს იმით თუ რას აშეარებ და რას არ აშეარებ (ამ რეკლამების საშუალებით). შედეგად მათ გადაწყვიტეს, რომ უკეთესი ალტერნატივა შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის, სადაც შეგიძლიათ ისაუბროთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც იგივე ინტერესები გააჩნიათ, სადაც თქვენი პირადი სივრცე დაცული იქნება. შედეგად გაჩნდა Topishare, რომლის დამაარსებლებიც არიან: ჰილა პელედი (CEO) 25 წლიანი მარკეტინგული გამოცდილებითა და 15 წლიანი სტარტაპების შენებით. ჰილა იაირი (CTO) 30 წლიანი დეველოპერული გამოცდილებით და 15 წელი სტარტაპებში და როტემ პელედი, რომელმაც თავისი პირველი ონლაინ სტარტაპი 20 წლის ასაკში დაიწყო და ეხლა ის 25 წლის მისიონერია Topishare-ის უკან მდგარი.

M: რამ განაპირობა თქვენი არჩევანის საქართველოზე შეჩერება? განსაკუთრებით ინოვაციების კუთხით სტარტაპის გაკეთება რატომ ამჯობინეთ ამ ქვეყანაში?

Topishare – ის კოსტა რიკიდან მართვის შემდეგ, პელედის ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მათ უკეთესი ინტერნეტ კავშირი ესაჭროებოდათ, შესაბამად პანამაში გადავიდნენ. მაგრამ ინვესტორებმა გადაარწმუნეს ისინი და მეგობრებრის რჩევით ბულგარეთში გადავიდნენ, მაგრამ არც თუ ისე კარგი B2B ატმოსფეროთი და ინგლისურად ვერ მოსაუბრე ბიუროკრატების გამო (რომელთა დახმარებაც აუცილებლად დაგჭირდებათ როდესაც სტარტაპს იწყებთ) იქაც ვერ გაჩერდნენ. მათ გამოიკვლიეს და საქართველოს მიაგნეს, არანაირი კავშირი არ ჰქონდათ აქ ვინმესთან, მაგრამ 6 თვიანი თბილისური ცხოვრების შემდეგ ძალიან ბედნიერები არიან თავისი არჩევანით და აპირებენ, რომ ბიზნეს მოღვაწეობაც აქ გააგრძელონ. გონივრული ანაზღაურების სისტემა, კარგი დეველოპერები, ხელმისაწვდომი ინტერნეტი, ბიზნესის კეთების სიმარტივე, კრეატიული სტარტაპ კომუნა და შესანიშნავი კლიმატი.

M: რატომ უნდა აიჩიოს მომხმარებელმა Topishare და არა სხვა სოციალური ქსელები? რა არის ძირითადი განსხვავება?

Topishare-ის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ის იყენებს სოციალური ქსელების სიძლიერეს (აკავშრებს ადამიანებს გლობალურად) და ფორუმების ძალას (თემებზე აგებული მიმოწერა ერთფეროვანი ინტერესის მქონე ადამიანებს შორის), შესაბამისად, სადაც ყველა სოციალური ქსელი იყენებს და ფოკუსირდება პერსონალურ კავშირებზე, უმეტესი მათგანი ვერ იწვევს საკმარისს აღფრთოვანებას ვერ იწვევს მომხმარებელში, რათა ჩაერთონ საუბრებში. ამ ყველაფრის შედეგად შენ იწყებ გაზიარებას იმ კონტენტისა, რომელიც თქვენი აზრით მეგობრებს მოეწონებათ, მაგრამ თქვენი იდეა ნიუსფიდშივე იკარგება. აქვე ჩნდება საკუთარი თავის ცენზურის შიშიც და რა თქმა უნდა პირადი სივრცის უსაფრთხოების საკითხიც. იმისთვის, რათა შემოსავალი გამოიმუშაონ, ფეისბუკი, ტვიტერი და სხვები ყველაფრის შეგროვებას ცდილობენ, რასაც კი თქვენ წერთ (მათ შორის რაც დრაფტად დაწერეთ და წაშალეთ) და ამ ყველაფერს რეკლამის განმთავსებლებზე ყიდიან, ეს რა თქმა უნდა ყველაზე დიდი დარღვევაა პირადი თავისუფლების. ყველაზე დიდი დანაშაულია, მაგრამ ამავდროულად არის ის, რაც ჩვენ უნდა დავთმოთ  რომ მათი ნაწილი ვიყოთ.

Topishare-ში ჩვენ გვაქვს ბიზნეს მოდელი, რომელიც არ გაიძულებთ თქვენი პირადი თავისუფლება დათმოთ ვინმესთან. შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ უცნობი ყველასთვის თუ ამის სურვილი გაგაჩნიათ. Topishare დაფუძნებულია ე.წ. სამეფოებზე (როგორც მათ ვუწოდებთ ჯგუფებსა და თემებზე) შესაბამისად, რეკლამაც არის ტარგეტირებული, ვინაიდან ისინი განთავსებულები არიან სამეფოებში, სადაც იგივე თემებზე საუბრობენ: კატების საკვების ბანერი იქ სადაც კატებზე საუბრობენ, DVD რეკლამა, სადაც  Game of Thrones განიხილავენ, შესაბამისად შესაძლებლობები არის ულევი. მომხმარებლებს კი ამ რეკლამების კონტროლის შესაძლებლობა ექნებათ. მომხმარებლები ირჩევენ რომელი სარეკლამო ბანერი სად განთავსდება და შესაბამისად იღებენ 50 % იმ ფულისა, რომელიც საიტზე მოდის რეკლამის განთავსებიდან. ეს ჩვენი „გაზიარებული ეკონომიაა“. ჩვენ ვაზიარებთ მოგებას მომხმარებლებზე, ასევე გაგვაჩნია ინოვაციური აუდიო კონტენტის პოსტის სიტემა. თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივ აიღოთ და  ჩაწეროთ, რაც გინდათ, აუდიო იმ შემთხვევაში თუ ტექსტობრივი სახით კომუნიკაცია თქვენთვის არაკომფორტული გამოდგება.

M: რა არის თქვენი მომავალი მიზნები? რას ელით თუნდაც ერთ წელიწადში თქვენი პლატფომისგან?

ჩვენ ჩავუშვით ჯერ პლატფორმის ბეტა ვერსია დაახლოებით 2 თვის წინ და რეკლამირებისთვის ფული არც დაგვიხარჯავს. ამ ორი თვის განმავლობაშ ჩვენ მომხმარებელთა დიდი ბაზა დავაგროვეთ, რომელთა რაოდენობა 60 ქვეყნის მასშტაბიდან ყოველდღიურად მატულობს. 240-ზე მეტი სამეფო შეიქმნა ამ დროის განმავლობაში და ჩვენ ძალიან აქტიური ჩართულობა გვაქვს ყველაფრის შემდეგ: ადამიანები აზიარებენ თავიანთ იდეებს, მათ შეხედულებებს, ისინი განიხილავენ სტატიებს, ქმნიან აუდიოპოსტებს და გლობალურად უკავშირებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც შესაბამისი ინტერესები გააჩნიათ. ჩვენ ვაძლიერებთ ძალისხმევას, რომ ახალი  დამატებები შევძინოთ პლატფორმას.

ჩვენი შემდეგი სიახლე იქნება ე.წ. Open Source API: დეველოპერებს შეეძლებათ აპლიკაციების თავადვე შექმნა სამეფოების ფარგლებში, გამოკითხვა სამეფოებს შიგნით არსებულ ფილმებზე. თქვენ გადაწყვიტეთ და თუ თავად არ გაქვთ საკმარისი ცოდნა შეგიძლია ჩვენს დეველოპერულ გუნდს მიმართოთ და ისინი უფასოდ დაგიმზადებენ. ჩვენ რამდენიმე სახის ღონისძებას ვგეგმავთ თბილისში, სტარტაპერებისა და ინვესტორებისთვის, რათა დავეხმაროთ და ავაშენოთ ძლიერი სტარტაპ კომუნა, რომელიც თავად ქვეყანას დაეხმარება, რომ თავი დაიმკვიდროს მსოფლიო რუკაზე, როგორც დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი ლოკაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას ყველანაირი შესძლებლობა გააჩნია ამისთვის და ის, რაც ადამიანებს ესაჭიროებათ არის ის, რომ იცოდნენ ამის შესახებ.

განხილვა