in

#ყველა რჩეულია – „ტოპლაინის” სიურპრიზი Real Estate Expo-ზე მისულ დამთვალიერებლებს

Real Estate Expo 2024 – ამ სახელწოდებით 26, 27 და 28 აპრილსექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით არსებული არაერთი ცნობილი სამშენებელო კომპანია იღებს და მათ შორისაა ჰოლდინგი „ტოპლაინი“, რომელიც, ასევე, სარემონტო კომპანია T-STUDIO-ს სტენდით იქნება წარმოდგენილი. 

დამთვალიერებლებს ტოპლაინი განსაკუთრებულად დახვდება – სტენდთან მათ გადაეცემათ სხვადასხვა ტიპის საჩუქრები და ამასთან, მოეწყობა გათამაშებაც. გათამაშების გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება დოლურაში ჩაყრილი ბარათების მეშვეობით, რომლებზეც სახელი და გვარი ეწერება. ტოპლაინი სულ სამ გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებსაც დაუვიწყარი პრიზები ელოდებათ. თუ რა იქნება ეს, ჯერჯერობით სიურპრიზია.

#ყველა რჩეულია – ამ გზავნილით გელოდებათ ტოპლაინი გამოფენაზე და გაძლევთ შესაძლებლობას, გახდეთ კომპანიის რჩეული და დასაჩუქრდეთ!

Real Estate Expo 2024-ის შესახებ: 

Real Estate Expo უკვე ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებად იქცა, რომელშიც მონაწილეობას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები იღებენ. ღონისძიება მიმზიდველია როგორც ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ისე ინდივიდუალური პირებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ გამოფენაზე მონაწილეთა რეკორდულად დიდი რაოდენობა იქნება წარმოდგენილი, რომელთაგან დამთვალიერებელს საინტერესო შეთავაზებები და პროდუქტები ელოდება. გამოფენის მიზანია, შექმნას ერთგვარი კომუნა, რომელიც მომხმარებელსა და დეველოპერულ სექტორს უფრო დააახლოებს.

[R]

როცა კოლეგებს მოძველებული შეხედულება აქვთ თქვენზე

Paris 2024-ის მადლიერების კამპანია