როგორც იცით, 26-27-28 აპრილს „ექსპო ჯორჯიამ” უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა, რომელშიც 220-ამდე ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ისეთი სტუმრები, როგორებიც არიან: სხვადასხვა ქვეყნის საგამოფენო ცენტრების დირექტორები, ლატვიის Citadele Bank-ის სტრატეგიული პარტნიორობის (უძრავი ქონების სამმართველო) ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლონური სამშენებლო კომპანია – MIRBUD S.A-ს მფლობელი და დირექტორი, Silicon Valley Proptech Association-ის დამფუძნებელი/პრეზიდენტი, (FIABCI) Proptech-ის მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი და სხვები.
გამოფენაზე მონაწილე 45-მა დეველოპერულმა კომპანიამ გადაწყვიტა, მომხმარებელთან ეფექტური ინტერაქციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობა დაეგეგმა. მათ შორის იყო: სპეციალური პირობების შეთავაზება, ფასდაკლება, გათამაშება თუ სხვა. სამდღიანი ღონისძიება ნომინაციებში გამარჯვებული კომპანიების გამოცხადებით დასრულდა და ერთ-ერთი ნომინანტი უძრავი ქონების ჰოლდინგი, „ტოპლაინი” გახდა. მან გაიმარჯვა ნომინაციაში „ყველაზე ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაცია”.
ტოპლაინი ღონისძიებაზე ახალი კამპანიით იყო წარმოდგენილი, რომლის მთავარი გზავნილიცაა #ყველარჩეულია. გამოფენაზე ჰოლდინგი როგორც დეველოპერული კუთხით, ისე თავისი შვილობილი სარემონტო კომპანიის, T-STUDIO-ს სტენდით წარდგა. სტენდთან მისული დამთვალიერებლები მართლაც რჩეულნი აღმოჩნდნენ, რადგან კომპანიამ ისინი სხვადასხვა საჩუქრით დააჯილდოვა და ასევე, გათამაშებაც გამართა, რომლის რჩეულებსაც, რა თქმა უნდა, სპეციალური პრიზები გადაეცათ. კამპანიის მიზანი ყველა სტუმრის გახარება და ტოპლაინისგან სამახსოვრო შთაბეჭდილების დატოვება იყო.
ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ Real Estate Expo ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო კომპანიებიც ესწრებიან. ამ ღონისძიების მიზანი დეველოპერული სექტორისა და მათი მომხმარებლების დაახლოებაა. გამოფენას ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. ესენი არიან როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ისე ინდივიდუალური პირები.
Real Estate Expo-ზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.
[R]