in

Topshop და Topman ერთიან ლოგოს წარმოგვიდგენენ!

2020 წელს Topshop-ის კოლაფსი დიდი დარტყმა იყო ქუჩის მოდისთვის, თინეიჯერები და, ზოგადად, 30 წლამდე ადამიანები მაღაზიის დახურვას გლოვობდნენ. საბოლოოდ კი Asos-მა და Nordstrom-მა 257-მილიონდოლარიანი გარიგება დადეს, რამაც ბრენდებს ხელახლა გაერთიანების საშუალება მისცა.

BOG
BOG

Moving Brands-ის დახმარებით ლეიბლები ნელ-ნელა კვლავ იწყებს აღორძინებას — Topshop-ისა და Topman-ის ესთეტიკას აერთიანებს და ახალგაზრდებისთვის მას თანამედროვე სახესაც აძლევს. შესაბამისად, თქვენ ლოგოში ორ ერთმანეთში გადახლართულ T ასოს ხედავთ. კონკრეტული მონოგრამა ჯერ მხოლოდ ნიმუშია იმისა, რაც სამომავლო კოლექციებში შეიძლება დაინერგოს. 

შავი ლოგოთი წარმოდგენილი ბრენდი თბილი ნარინჯისფრის ფონზე გვხვდება. ფერთა პალიტრა კი მათი ძველი მაღაზიებით არის შთაგონებული, სადაც ადრე შავი და ნარინჯისფერი ნიშნები იყო ჩამოკიდებული. საინტერესოა ისიც, რომ ახალ ბრენდინგსა და მონოგრამასთან ერთად სურათების კოლექციასაც წარმოგვიდგენენ, რომელიც ნამდვილი Topshop-ის მოდას მოდელებით გვაჩვენებს. 

ხოლო მიუხედავად იმისა, რომ Topshop-ს მოდის სამყარო არასდროს დაუტოვებია, მისი ნაწილობრივი არსებობა ლეიბლებისა და კრიტიკოსების ბევრმა გულშემატკივარმა შეამჩნია. ასე რომ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ Topshop-ისთვის ეს ახალი დასაწყისია.

თარგმანში დაკარგული აზრი — 10 შემთხვევა, როცა ბრენდების სლოგანები არასწორად ითარგმნა

River Island-ის პირველი სატელევიზიო რეკლამა მომენტების გამოყენებისკენ მოგვიწოდებს