in

თბილისში, TOPSPORT-ის კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნა

სპორტული მაღაზია „ტოპსპორტი“  – მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთ სივრცეში

თბილისში, მულტიბრენდული სპორტული მაღაზია „ტოპსპორტის“ კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა. ახალი მაღაზია პეკინის #15-ში მდებარეობს. TOPSPORT, ერთ სივრცეში, აერთიანებს ბრენდებს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Reebok, Under Armour და სხვა. 

ჩვენთან შეგიძლიათ, შეიძინოთ მსოფლიო ბრენდების ახალი კოლექციები. ფეხსაცმლისა და სამოსის გარდა, „ტოპსპორტი“, გთავაზობთ სპორტულ აქსესუარებს – სპორტულ ინვენტარს, ველოსიპედებს, ლიმიტირებული კოლექციის სკეიტბორდებსა და გორგოლაჭებს (ე.წ როლიკები), ბილიარდის და ფეხბურთის მაგიდებს. ასევე – გერმანული წარმოების, უმაღლესი ხარისხის საკვებ დანამატებს. კერძოდ, „ვეიდერის“ პროდუქციას, რომელიც, პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების უძველესი ბრენდია, მსოფლიოში. მას აქვს ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და არის უპირობო ლიდერი“.

დღეს, საქართველოში, „ტოპსპორტის“ უკვე 5 ფილიალიაბათუმში, სავაჭრო ცენტრში „მეტრო სითი“, თბილისში, სავაჭრო ცენტრებში: „გალერია თბილისი“, „ისთ-ფოინთი“ და „სითი მოლი საბურთალო“ და რა თქმა უნდა, ახალი მაღაზია პეკინის #15-ში.

ჩვენ, „თიჯიელ ჯგუფი“ მუდმივად განვითარებაზე ვფიქრობთ. ამიტომ, მომხმარებელს ბევრ სიახლეს ვთავაზობთ. ახალი ფილიალების გახსნისა და ქსელის გაფართოების მთავარი მიზანიც ეს არის, შევუქმნათ მათ მაქსიმალური კომფორტი. მნიშვნელოვანია, რომ სპორტული სტილის და ცხოვრების მოყვარულებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც, საჭირო მომენტში, საჭირო ნივთებს თუ  აქსესუარებს შეიძენენ. „ტოპსპორტში“ გელოდებათ მსოფლიო ბრენდების ახალი კოლექციები, საუკეთესო სპორტული ინვენტარი და უმაღლესის ხარისხის კვებითი დანამატები. „მხოლოდ საუკეთესო“ ჩვენი სლოგანი და მიზანია, – ამბობს „თიჯიელ ჯგუფის“ მარკეტინგის მენეჯერი ინგა ლეკიაშვილი

 

[R]

სტამბულის 2021 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პანდემიის ტალღებს შორის გაკვალული გზა – Targmany-ის #შეცდომები