in

TOPSPORT და Spotlight Tech დამეგობრდნენ!

Spotlight Tech ბრუნდება მთავარი გზავნილით „ახალი დროა“. სფოთლაითის სივრცეში ინოვაციები და ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ, 2018 წელს გამოჩნდა. 5-წლის შემდეგ, წლის მთავარი ტექნოლოგიური დღესასწაული კვლავ ჩატარდება და სტუმრებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ესაუბრება. 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში 600 გულანთებული სტუმარი შეიკრიბება, 30-მდე სპიკერის შთამაგონებელ გამოსვლას დაესწრება, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე ახლებურ ხედვას გაიზიარებს, გადაიაზრებს ტექნოლოგიების ცნებას ჩვენს ყოველდღიურობაში, შეხვდება ძველ კოლეგებს და გაიცნობს ახლებს. ღონისძიების მხარდამჭერია TOPSPORT. TOPSPORT-ისა და Spotlight-ის მეგობრობაზე თიჯიელ ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი ინგა ლეკიაშვილი გვესაუბრა.

M: როგორია მოლოდინი, წლევანდელ სფოთლაითთან დაკავშირებით?

ჩვენი ჯგუფი დარწმუნებულია, რომ წლევანდელი სფოთლაითი იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო წლების მანძილზე. ეს იქნება სივრცე, სადაც მოვისმენთ ბევრ უნიკალურ იდეას, გავიცნობთ და გავაცნობთ თავს ნიჭიერ ადამიანებს, დავიმსახურებთ მათ მხარდაჭერას და მომავალში კოლაბორაციულად თუ ინდივიდუალურად შევქმნით საინტერესო პროდუქტებს ფართო საზოგადოებისთვის.

M: უკვე არაერთი წელია თვალს ადევნებთ სფოთლაითს. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

თიჯიელ ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, როგორიც არის სფოთლაითი. აღნიშნული ღონისძიება სარგებლობს ისეთი ბენეფიტებით, როგორიც არის ცოდნის გაზიარება, ცნობიერების ამაღლება, ახალი კონტაქტების დამყარება და ყოველივე ეს აძლევს უამრავ შესაძლებლობას ამ სფეროში მოღვაწე დამწყებ ადამიანებს და  წარმატებულ პროფესიონალებს, მიიღონ ინსპირაცია ერთმანეთისგან. TOPSPORT-ის მოწოდება არის „მხოლოდ საუკეთესო ყველასთვის“. ეს არის მულტიბრენდული სივრცე, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან სპორტულ ბრენდებს, როგორიც არის Nike, Adidas, Puma, Under Armour, Asics, Weider და ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს მხოლოდ საუკეთესო ერთ სივრცეში. ეს კი სფოთლაითს და TOPSPORT-ს ერთმანეთთან აერთიანებს.

M: თქვენი შეფასებით, რა შეცვალა სფოთლაითმა სფეროში, ამ წლების მანძილზე?

წლების მანძილზე, სფოთლაითმა გააერთიანა დარგის სპეციალისტები, მისცა შესაძლებლობა გაუზიარონ ერთმანეთს და ფართო საზოგადოებას წარმატებული და წარუმატებელი ნაბიჯები, საინტერესო იდეები და აღმოჩენები, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს საერთო ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt, ლისი ტრიო
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Adwise, Alta, Johnny Walker.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

iPhone-ის შეძენის 5-დან მხოლოდ ერთი უსაფრთხო ვარიანტი

„Have a…“ — შეგიძლიათ ფრაზის დასრულება?