in

„სიჯანსაღე და კომფორტი ყველა ასპექტში“ — ტოპსპორტისა და როზალინდ ფრანკლის ველნეს ცენტრის კამპანია

ტოპსპორტი და როზალინდ ფრანკლის ველნეს ცენტრი იწყებს საერთო კამპანიას, რომელიც სიჯანსაღისკენ მიმავალ გზას აერთიანებს. ეს უკანასკნელი შინაგან სიჯანსაღეს მოიცავს, რასაც ველნეს ცენტრი უზრუნველყოფს. ხოლო კომფორტის უზრუნველყოფაზე ტოპსპორტი იზრუნებს. კამპანიის სლოგანიც სწორედ აქედან გამომდინარეობს — „სიჯანსაღე და კომფორტი ყველა ასპექტში“. 

ველნეს ცენტრის მიზანია, საქართველოში პრევენციული და პერსონალიზებული მედიცინის დანერგვა და სამკურნალო, გამაჯანსაღებელი პროცედურების პირადად მორგება. ამასთან, ამჟამად როზალინდ ფრანკლინ ველნეს ცენტრში სხვადასხვა მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები ხორციელდება: მათ შორის ნუტრიგენეტიკა, დაბერების საწინააღმდეგო და ფიტნესის გენეტიკა, კანის გენეტიკა, წარმომავლობის გენეტიკა. ამ კვლევებზე დაფუძნებით კი შესაბამისი გამაჯანსაღებელი პროცედურები და პროდუქტები იგეგმება.

საგულისხმოა, რომ კამპანიის პერიოდში ტოპსპორტი და როზალინდ ფრანკლინის ველნეს ცენტრი მომხმარებელს გაერთიანებულ ფიტნეს პაკეტს სთავაზობს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის მნიშვნელოვან ჩანართებს მოიცავს.

„მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენი მთავარი მიზანია, ეს ზრუნვა კი ჩვენი თითოეული მომხმარებლის კომფორტზე აისახება, ხოლო როზალინდ ფრანკლინ ველნეს ცენტრთან ერთად შევძლებთ, ვიზრუნოთ დამატებით შინაგან სიჯანსაღეზეც, რაც არაჩვეულებრივ ერთობლიობას წარმოადგენს.

კომფორტი და თავისუფლება ყველასთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში. ყველა იმსახურებს საუკეთესოს, მიუხედავად საქმიანობისა და ცხოვრების სტილისა. ტოპსპორტში კი ყველა იპოვის იმას რასაც ეძებს. ერთ სივრცეში თავმოყრილი მსოფლიო ბრენდების ნაირსახეობა დააკმაყოფილებს ნებისმიერ სურვილს. თავისუფალი და სპორტული სტილი კი ჩვენი ყოველდღიურობა გახდა, რადგან კომფორტი მნიშვნელოვანია ნებისმიერ სიტუაციაში. არ აქვს მნიშვნელობა დარბაზში ვარჯიშობ, სამსახურებრივ შეხვედრაზე მიიჩქარი თუ ოჯახთან ატარებ დროს, ტოპსპორტში იპოვი იმას რასაც ეძებ, რადგან ტოპსპორტში ყველასთვის ყველაფერია“,ამბობს თიჯიელ ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი ინგა ლეკიაშვილი.

„როზალინდ ფრანკლინ ველნეს ცენტრი უმაღლესი სტანდარტების მქონე გენეტიკური კვლევის და გამაჯანსაღებელი ცენტრია, რომელიც პრემიუმ მომსახურებას გთავაზობთ.

ბრენდის ფილოსოფია ჯანსაღი ცხოვრების წესზეა დაფუძნებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი ფილოსოფიის სხვებისთვის გასაზიარებლად, ტოპ სპორტთან ერთად, დავგეგმეთ კამპანია — „სიჯანსაღე და კომფორტი ყველა ასპექტში“. ჩვენი კამპანიის მთავარი მიზანია, ვუთხრათ ადამიანებს, რომ როცა ზრუნავ შენს ჯანმრთელობაზე და სამოსიც თავდაჯერებულობას გძენს, ესე იგი ჯანსაღი ცხოვრების გზაზე დგახარ“,ანი დავლაშელიძე, როზალინდ ფრანკლინ ველნეს ცენტრის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი.

 


კომპანიების შესახებ:

მულტიბრენდული მაღაზია „ტოპსპორტი“ აერთიანებს მსოფლიო სპორტული ბრენდებს — ადიდასი, რიბოკი, ნაიკი, პუმა, ანდერ არმოური, ეისიქსი, სპიდო, გარლანდო და ვეიდერი. ფეხსაცმლისა და სამოსის გარდა, „ტოპსპორტში“, დაგხვდებათ სპორტულ აქსესუარებს: სპორტულ ინვენტარს, ველოსიპედებს, ლიმიტირებული კოლექციის სკეიტბორდებსა და გორგოლაჭებს (ე. წ. როლიკები), ბილიარდის და ფეხბურთის მაგიდებს. ასევე — გერმანული წარმოების, უმაღლესი ხარისხის საკვებ დანამატებს. კერძოდ, საუბარია „ვეიდერის“ პროდუქციაზე, რომელიც, პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების უძველესი ბრენდია მსოფლიოში. მას ბაზარზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და უპირობო ლიდერია.

როზალინდ ფრანკლინ ველნეს ცენტრი მოლეკულურ-გენეტიკური კვლევისა და პერსონალიზებული ჯანმრთელობის ცენტრია საქართველოში, რომლის გუნდი დაკომპლექტებულია ამერიკასა და ევროპაში მოღვაწე წარმატებული ქართველი ექიმებისა და მოლეკულური ბიოლოგების ჯგუფისგან.

[R]

CROSTY-მ კრიპტოვალუტით გადახდა დაამატა

სიამის ტყუპების განსაცალკევებლად VR ტექნოლოგია გამოიყენეს