in

3D პრინტერით შექმნილი ყველაზე მაღალი შენობა — Tor Alva

შვეიცარიაში 3D პრინტერით მსოფლიოში პირველი ყველაზე მაღალი შენობა განთავსდება, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 30 მეტრია. „თეთრი კოშკი“ (Tor Alva) ერთგვარ კულტურულ კერად იქცევა, ვინაიდან აქ არტ-ინსტალაციები განთავსდება და სპექტაკლები მოეწყობა.

უნიკალური დიზაინის მქონე კოშკი, რომელსაც სპირალური კიბეები მთელ სიმაღლეზე მიჰყვება, 45 სტუმარს იტევს. კონსტრუქცია შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ETH) ინოვაციური მიდგომების შედეგია — ისინი 3D ბეჭდვის ტექნიკას იყენებენ, რითაც მდგრად განვითარებაზეც აკეთებენ ფოკუსს. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით, მშენებლობის პროცესი მნიშვნელოვნად ამცირებს მატერიალურ ნარჩენებს.

32 განშტოებული სვეტი შენობის ფასადს ქმნის — ქვემოდან ზემოთ მისი სტრუქტურა უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი ხდება, რაც დინამიკურ სივრცულ გამოცდილებას ქმნის. თანაც 3D ბეჭდვისას ჩვეულებრივ გაითვალისწინეს ტრადიციული მშენებლობის მეთოდები; უბრალოდ, ის უპირატესობა აქვს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მისი ცალკეულ კომპონენტებად დაშლა და სხვა ადგილას გადატანა.

LEGO-ს ჰარი პოტერის ოჯახს ახალი ფიგურა შეემატა

#AItool: Jasper – უფასო AI გენერატორი კონტენტ კრეატორებისთვის