in

კარიერული და პიროვნული განვითარება თავისუფალ სამუშაო გარემოში – თორნიკე დალბაშვილი

პასუხისმგებლიანი კომპანიები დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთი გუნდის წევრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც თანამშრომლებს ზრდისა და განვითარების საშუალება მიეცემათ. მათ რიცხვს მიეკუთვნება მედია სააგენტო Starcom, რომელიც Publicis Groupe-ის საერთაშორისო ქსელის საამაყო ნაწილია. სტატიების ამ სერიაში გიამბობთ Starcom Georgia-ს გუნდზე, რომელიც არაერთ სპეციალისტს აერთიანებს. ამჯერად, თორნიკე დალბაშვილს გაგაცნობთ, სთარქომ საქართველოს ციფრულ მარკეტერს.

ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ მივხვდი, რომ არასწორ ადგილას ვიყავი და საკუთარი თავის განვითარება სხვადასხვა მიმართულებებით დავიწყე. სწორედ ამ დროს წამოვიწყეთ მე და ჩემმა მეგობარმა პროექტი Invisible Hand და მისი განვითარებისას აღმოვაჩინე მარკეტინგისადმი ინტერესი. ეს სფერო რომ მაინტერესებდა მანამდეც ვხვდებოდი. პირველად, როცა სრულიად უბიუჯეტოდ რეკლამის გაკეთება დამჭირდა, ვფიქრობ, საინტერესო გადაჭრა მოვუძებნე და ხალხს გამოფენის შესახებ, air drop-ით გაზიარებული პოსტერის სახით ვაცნობე. სწორედ ამ დროს გამოჩნდა Starcom, რომელმაც საშუალება მომცა ციფრულ მარკეტინგში განვითარება 0-დან დამეწყო და საკუთარი ძალები სარეკლამო სფეროშიც გამომეცადა.

დღეს, უკვე Starcom Georgia-ს ციფრული მარკეტერი ვარ და ისეთი კომპანიების ციფრულ რეკლამირებას ვხელმძღვანელობ, როგორებიცაა Visa, Lexus, P&G და სხვ. რა თქმა უნდა, აქამდე მოსვლა ადვილი არ ყოფილა და ისეთ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, როგორიცაა საკუთარ თავზე მუშაობა და მოკლე დროში ისეთი სარეკლამო პლატფორმების ათვისება, როგორებიცაა Meta, Google Marketing Platform (DV360), Youtube, LinkedIn.  

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ Starcom-ში ძალიან თავისუფალი გარემო გვაქვს და მენეჯმენტის გუნდი მუდამ გვაძლევს ჩვენი უნარების სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების საშუალებას. ჩემ შემთხვევაში, ეს მიმართულებები სტრატეგიულ ბრენდინგზე მუშაობა და კრეატივის გუნდში ყოფნაა. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ბევრ კომპანია არ მისცემდა თანამშრომელს საკუთარი თავის სხვადასხვა სფეროში გამოცდის საშუალებას, თუმცა Starcom-ში ყველაფერი სხვანაირად არის, რაც ვფიქრობ, თანამშრომლების კმაყოფილებაზეც აისახება. 

ამ სააგენტოში მუშაობა ძალიან საინტერესოა, რადგან ყოველდღიურად სხვადასხვა სფეროზე თუ პროდუქტზე მიწევს ფიქრი და იდეების გენერირება, რაც სამუშაო პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. 

პირადად ჩემთვის, სთარქომის ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ პირველივე დღიდან ითვალისწინებდნენ ჩემი, როგორც ჯუნიორის იდეებს და არამარტო ითვალისწინებდნენ, არამედ რეალობაშიც მოყავდათ. Starcom არის გარემო, სადაც იდეების გენერირება და განხორციელება მიყვარს. ეს არის გუნდი, რომელიც მაძლევს საშუალებას, ვიყო თავისუფალი კარიერულად და პიროვნულად.

თორნიკე დალბაშვილი – Starcom Georgia-ს ციფრული მარკეტერი.

როგორ დაპატარავდა კომპიუტერები? — ისტორია

NESCAFÉ – არომატი, რომელიც ლაბორატორიაში 7-წლიანი დამუშავების შედეგად შეიქმნა