in

თორნიკე გოგნაძემ Städelschule-ს უნივერსიტეტში სრული დაფინანსება მოიპოვა!

Städelschule 1817 წელს დაარსდა და მას შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტია

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, თორნიკე გოგნაძე სწავლას ფრანკფურტში გააგრძელებს! თორნიკე ამა წლის ოქტომბრიდან Städelschule-ს სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ქანდაკების მიმართულებით საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის.

Städelschule 1817 წელს დაარსდა და მას შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტად არის აღიარებული. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტში დაახლოებით 500 აპლიკანტიდან მხოლოდ 20 სტუდენტს იღებენ – სწორედ ამ მცირე რაოდენობაში მოხვდა თორნიკე გოგნაძე.

თორნიკეს შესახებ უფრო დეტალურად რომ გიამბოთ, იგი დამწყები ხელოვანია – იგი ლენე აბაშიძის საგამოფენო სივრცეში და თანამედროვე ხელოვნების ორგანიზაცია “პროპაგანდაში” მუშაობს. თანაც, თორნიკეს ბოლო პერიოდის შემოქმედებითი ინტერესი ძირითადად ქანდაკებას და ინსტალაციას უკავშირდება. 

M: თორნიკე, როგორ მოხვდი Städelschule-ს სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში?

2021 წლის გაზაფხულზე აპლიკაციას ვაგზავნიდი დუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში და ჩემმა მეგობარმა მირჩია Städelschule-ში გაგზავნაც მეცადა მასთან ერთად, აპლიკაცია უნივერსიტეტში ვადის ამოწურვის წინა დღეს გავაგზავნე, სიმართლე გითხრათ არანაირი დადებითი მოლოდინი არ მქონია. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ორივე უნივერსიტეტმა მიმიღო. არჩევანი Städelschule-ის უნივერსიტეტზე გავაკეთე, რადგან მგონია, რომ პროფესორი რომლის კლასშიც მოვხვდი, ზუსტად შეესაბამება ჩემს ინტერესებს და ხარვეზებს, რომლებიც გამოსასწორებელი მაქვს საქმიანობაში.

M: გაგვიზიარე შენი ემოციები ამ წარმატებასთან დაკავშირებით… და შენი აზრით, რას შეცვლის ეს გამოცდილება შენს ცხოვრებაში?

ერთდროულად მახარებს და მაშინებს  ის ფაქტი, რომ ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე იცვლება, თუმცა ეს შიში მობილიზებასა და მოტივაციაში მეხმარება. თბილისში მარტივია იფიქრო, თითქოს შენი თავის მაქსიმუმს მიაღწიე… სწორედ ეს გრძნობა, რომ თითქოს მაქსიმუმს აკეთებ, გიშლის ხელს განვითარებაში. ბოლო დროს ამეკვიატა ფიქრი – ეს ჩემი მაქსიმუმი რეალურად ჩემი მინიმუმია. ახალი გარემო კი სწორედ ამ რეალობას შემაჯახებს, რაც ბევრი ახალი რამის სწავლისა და მიღების შესაძლებლობასა მომცემს. ამიტომაც მიხარია, რომ ამ უნივერსიტეტში საშუალება მექნება, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ხელოვანების ნამუშევრებს და კულტურას გავეცნო. ვფიქრობ, ამ მომდევნო 5 წელში, რომელსაც Städelschule-ში გავატარებ, შესაძლებლობა მექნება ვისწავლო და გამოვიმუშაო ყველა ის უნარი და თვისება, რაც მე, როგორც ხელოვანს. მჭირდება. 

ქართველი YouTube ტექნოვლოგერი, რომელიც ასიათასობით გამომწერს პროგრამირებას ინგლისურად ასწავლის

ახალი ნაბიჯი მობილურ ინოვაციებში: წარმოგიდგენთ Galaxy Z Fold3 5G-სა და Galaxy Z Flip3 5G-ს – გადაშალე ახალი ინოვაციების სამყარო