in

თორნიკე ჯანაშვილის ბიზნესის კულტურა

“გამარჯვებები ყოველთვის შენს პიროვნებასთან არის; კონკურენტს პატივი უნდა სცე და თავი დაუკრა; კარატე კულტურაა, რომელიც დიდი დოზით დაინერგა ჩემს ცხოვრებაში. 12 წელი აქტიური ვარჯიში ,11 გზის ჩემპიონობა და შავი ქამარი, ეს ყველაფერი ბავშვის ხასიათის ფორმირებაზე ახდენს   გავლენას. იზნესის ნაწილშიც ასეა. გონებას კონკურენტებზე ფიქრით არ ვტვირთავ. იღწევები და წარმატებები, საკუთარი თავისთვისაა და არა სხვებისთვის”

ხელმძღვანელი, რომელიც მრავალმხრივი მიმართულებების სათავეში დგას 1000-მდე თანამშრომელს და 29 წლის ისტორიის მქონე კომპანიას მართავს. 32 წლის თორნიკე ჯანაშვილი, “ბლოკ ჰოლდინგის” პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორია. Პროექტების ჯამური ღირებულება მშენებლობაში, ჯანდაცვასა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ნახევარ მილიარდ ლარს აღემატება.

დავასახელებდი კომპანიის აქტივებს რიცხვებში თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი დასაქმებული ადამიანების რაოდენობაა

როგორ აპირებს თორნიკე ჯანაშვილი უახლოეს 3 წელიწადში კომპანიის სამჯერ გაზრდას და რა გზა გაიარა აქამდე.

პატარაობიდან არჩეული პროფესიული მიმართულება

  • ოჯახის წვლილი და მხარდაჭერა პროფესიული არჩევანისას

ჩემს ოჯახში თავისუფლება მთავარი პრიორიტეტია.  მთავარია ვაკეთებდეთ საქმეს კარგად და ვიყოთ ბედნიერები. ჩემი ოჯახის წევრები ჩემთვის მაგალითია, ყოველთვის ვხედავდი თუ როგორ ცვლიდნენ და ცვლიან საზოგადოების ცხოვრებას უკეთესობისკენ.

მგონია, რომ რაც უფრო მეტად ტექნოლოგიური გახდება მსოფლიო, მით უფრო გაიზრდება შემოქმედებითი ნიჭის ღირებულება

საერთაშორისო გამოცდილებაუნარები რომელიც საერთაშორისო გამოცდილებამ მოგცათ 

ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარია, სიახლეების მიმღებლობისთვის მზაობა. ჩემთვის განვითარებულ ქვეყნებში მიღებული გამოცდილება მომავალში მოგზაურობას გავდა, განათლების მიღების პერიოდში სიახლეების დანერგვის და შესაძლებლიბების შექმნის ინსპირაციით საქართველოში ინოვაციების დანერგვაზე ვფიქრობდი.

დავბრუნდი საქართველოში და გავიდა 11 წელი, რაც ამ საქმეში ვარ

საქართველოში დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან აქ დაიწყო ჩემი გამოცდილების სწორად რეალიზება და ქმედით შედეგად ჩამოყალიბება.

ზად იყო ოჯახური ბიზნესი ახალი ენერგიისთვის და ცვლილებებისთვის?

ჩემი ოჯახი ყოველთვის მზადაა სასარგებლო ცვლილებებისთვის. ბაბუაჩემმა კომპანია 1993 წელს დააფუძნა. დღეს უკვე კომპანიის მმართველობაში სამი თაობა  ვერთიანდებით და ეს განსხვავებული ხედვის და მუდმივად  განვითარებისკენ სვლის საშუალებას გვაძლევს . განსხვავებული მაგრამ შეთანხმებული აზრი ყოველთვის სასარგებლო შედეგს განაპირობებს.

თავიდან უფრო მეტად სამშენებლო-საინჟინრო კომპანია იყო და სხვა მიმართულებებით ოპერირებდა. ბოლო წლებში გარდაიქმნა საინვესტიციო ჯგუფად.

ვფიქრობ, რომ მიმართლებს. პირველი გამართლება ის იყო, რომ ამ ოჯახში დავიბადე. თუმცა მაინც პასუხისმგებლობაა მთავარი და შესაძლებლობების სწორად გამოყენება, რომელიც აუცილებლად მიეცემა ყველას.

1 დღე და 14 მიმდინარე პროექტი

ბლოკ ჯგუფის – საინვესტიციო ჰოლდინგი 40-მდე კომპანიას მართავს, ჯამში 14 პროექტი გვაქვს მიმდინარე რეჟიმში.

დღის განმავლობაში იქ ვარ, სადაც ეს ბიზნესს სჭირდება. ყოველდღიურად ვამოწმებ ყველა პროექტს. საჭიროების მიხედვით ვაპრიორიტეტებ მნიშვნელოვან საქმეებს. ახლა მაგალითად ჩემი დღის 60-70 % მიაქვს სასტუმრო – გოლდენ ტულიპს,რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნება.

“ჩემთვის საქმეში ადამიანის პიროვნული თვისებები ყველაზე მნიშვნელოვანია”

ჩემს გამოცდილებებში ყველაზე კარგად გამომიმუშავდა ის, რომ შემიძლია სწორად შევაფასო ადამიანები პირველივე შეხვედრისას. მხიბლავს პოზიტიური და ოპტიმისტი ადამიანები, პესიმისტებს უჭირთ სიახლის შექმნა და აფუჭებენ გუნდის განწყობას .

მგონია, რომ საქმის სიყვარულით კეთება არ ისწავლება 

მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი აფასებდეს იმ ადგილს, სადაც მუშაობს. იცოდეს კომპანიის ღირებულებები, იცოდეს საკუთარი საქმის მნიშვნელობაც და უპირატესობაც.

1000 – ვე თანამშრომელს ბუნებრივია, პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ადამიანები, ვისთანაც მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა ჩემი პარტნიორები არიან. ხედვა ყველა შემთხვევაში, საერთო გვაქვს.

საქმის დროს ნდობა გუნდში ერთერთი პრიორიტეტია

ნდობის გარეშე საერთო მიზნის მიღწევა შეუძლებელია. გუნდური პრინციპით მუშაობა ყოველთვის შედეგიანია. მჯერა, რომ კონკრეტულ პოზიციებს ჩემს კომპანიაში ჩემზე მეტად კომპეტენტური ადამიანები იკავებენ, მათ პროფესიონალიზმს პატივს ვცემ. თანამშრომლებისთვის შესაძლებლობის შექმნით კომპანიისთვის სასარგებლო შედეგს ვიღებთ.

Golden Tulip-ის ბრენდის lifestyle ემთხვევა ჩემსას

15-მდე მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა სასტუმროში. ვინაიდან ჩვენს ჰოლდინგში სასტუმრო პირველი პროექტი იყო, მთელი ენერგია და რესურსი მივმართეთ მისკენ.

გვინდოდა ქალაქისთვის შეგვექმნა land mark პროექტი, რომელიც ასახავდა ჩვენი ქალაქის კულტურას და ღირებულებებს. ეს ადგილმდებარეობა და შენობა სპეციალურად სასტუმროსთვის არ შერჩეულა. თუმცა დიდი ისტორია აქვს ჩვენი ჯგუფის ბიზნესსაქმიანობაში.

სასტუმროს მმართველი ჯგუფის შეხედულებით გოლდენ ტულიპ თბილისი რეგიონში ყველაზე გამორჩეული და ავთენტური პროექტია. რომელიც ზუსტად ასახავს ქალაქს და ბრენდის ყველა სახასიათო დეტალს.

ლობიში – ისევე, როგორც ყველგან ამ სასტუმროების ქსელში, ყვითელი ველოსიპედი დაგხვდებათ იმის ნიშნად, რომ საქმით სიამოვნების მიღება შესაძლებელია. ბრენდის მესიჯია – playtime anytime. შეიძლება ბიზნეს სტუმარი გყავდეს, ან თავად იყო საქმიან შეხვედრაზე, მაგრამ ჩვენს სასტუმროში ადვილია მოძებნო ინსპირაცია და განტვირთვის ადგილიც.

Reception desk-დანვე იწყება ქართულ კულტურასთან ზიარება, როდესაც სასტუმროში შემოსვლისთანავე ქართული ანბანის ულამაზეს კედელს ხვდები.

ყველა ნომერი ექსკლუზიურად სასტუმროსთვის შექმნილი ნახატებით არის გაფორმებული, რომელიც საქართველოს ისტორიას გვიყვება. არტისტები გოლდენ ტულიპისთვის სულ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან, დამსახურებებისა და ცნობადობის მიუხედავად გავაერთიანეთ და საოცარი კოლაბორაცია გამოვიდა.

სასტუმრო ივნისში გაიხსნება.

როდესაც მეგობრულ კავშირს გრძნობ საქმის კეთება გაცილებით მარტივია

საქართველო დიდი ტრანსფორმაციის ეტაპზეა და განათლებაში ინვესტიცია ყველაზე მნიშვნელოვანია.

სწორედ ჩვენი ბიზნესის მრავალპროფილურობამ განსაზღვრა განათლების ჰაბის შექმნის იდეა

ამან განაპირობა ჰაბის შექმნა და ყველა საგანმანთლებლო პროექტი რომელსაც ვაკეთებთ. განათლების ჰაბი არის მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მალე ბევრ რეგიონში შეგვხვდება. განათლების მიმართულებით სამ პროექტს ვახორციელებთ, საერთაშორისოდ ცნობილი და წამყვანი სკოლები მალე საქართველოში იქნება. VATEL-ის ფრანგული სკოლა, 01 EDU და ჰაბი. ვატელის სკოლა მსოფლიოში სტუმარ – მასპინძლობის ინდუსტრიაში უდიდესია. სულ 35 ქვეყანაშია წარმოდგენილი და გვაქვს ხელშეკრულება, რომ ექსკლუზიურად გავხსნათ საქართველოშიც.

——————-

ინტერვიუს დასაწყისის რომ დავუბრუნდეთ – დღეს ვინ არის თორნიკე ჯანაშვილი? 

ჯერ მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთო, რომ სახელი დავარქვა ჩემს პროფესიულ მდგომარეობას. ჯერ ადრეა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

მე ვიცი, რომ მიყვარს რაღაცის შექმნა, ეს არის ჩემი მამოძრავებელი ძალა

შენი წარმოსახვის ნაწილის რეალობად ქცევა, ხელით შეხება და მითუმეტეს, ამის ირგვლივ ხალხის გაერთიანება არის ჩემთვის მთავარი ძალა.

 

[R]

როგორ აღმოჩნდა Tesla დეზერტირების ბაზარში?

90-იანი წლების ნოსტალგიური საღამო Coolio-სთან და Ottawan-თან ერთად