in

თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია #1 დეველოპერული კომპანიაარქის მასშტაბური პროექტის გრანდ ავენიუს ინვესტორი გახდა.

ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რაც მეტყველებს იმ ნდობაზე, რომელიცარქისმიმართ მაქვს. ეს პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი,“ აცხადებს ეროვნული ნაკრების კაპიტანი.

გრანდ ავენიუ არქისგანუნიკალური პროექტია ქალაქის ახალი ცენტრი, რომელიც დადიანის ქუჩაზე, დინამოს სტადიონთან ახლოს, „ქალაქი ქალაქშიკონცეფციით იქმნება. სულ ცოტა ხნის წინ კომპანიამ წინასწარი გაყიდვების გრანდიოზული ღონისძიება გამართა 5 საათში კომპლექსის 644 ბინა გაიყიდა, რაცარქისახალი რეკორდია.

გრანდ ავენიუთანამედროვე სტანდარტებით იქმნება; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლანდშაფტის განვითარებასა და მრავალფეროვან შიდა ინფრასტრუქტურას. ტერიტორიის 75%-ზე გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონები, რაც თბილისის მასშტაბით უპრეცედენტოა.

პროექტის მიზანია თბილისის ამ ნაწილის გარდაქმნა თანამედროვე ტიპის ქალაქის ცენტრად, სადაც იქნება ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, მუშაობისა და განტვირთვისთვის.

[R]

„მთავარია გჯეროდეს და ბევრი იშრომო მიზნის მისაღწევად“ – მევლუდ მელაძე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური ღონისძიება Touch Summit 2025 გაიმართება