in

როგორ ავაშენოთ ბედნიერი ორგანიზაცია, „კრაკენის“ გზა – თორნიკე ტურიაშვილი

ორმა ყოფილმა წყალბურთელმა მეგობარმა, 2014 წელს გადაწყვიტა, სააგენტო Kraken შეექმნა, რომელიც კომპანიებს გადაუჭრელ ამოცანებთან გამკლავებას შემოქმედებითი გზით ჰპირდებოდა.

დაფუძნებისას იმაზე არ უფიქრიათ, რომ წლების შემდეგ, მათს ინტელექტუალურ ბიზნესს ბაზრის უდიდესი მოთამაშე , „ალმა” დაუპარტნიორდებოდა, თუმცა პანდემია შესაძლებლობად აქციეს და ყველაზე რთულ პერიოდში სააგენტო ქუთაისშიც გააფართოეს.

მარკეტერის პოდკასტის სტუმარია „კრაკენის” თანადამფუძნებელი, თორნიკე ტურიაშვილი. ვსაუბრობთ „კრაკენის” ფილოსოფიაზე, ბედნიერი ორგანიზაციის შენებასა და გზაზე, რომლითაც ციფრული სააგენტო დღემდე მოვიდა.

მარკეტერის პოდკასტს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი • Bank of Georgia Business. ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე: www.podcast.ge, ასევე პლატფორმებზე – Apple, Google Podcasts და Spotify.

ფინეთში “მანათობელი” საღებავები ირმებს ავტოკატასტროფისგან იცავს!

ლუდი „ნატახტრის“ ახალი გემო სახეზეა