in

თორნიკე ტურიაშვილი – #პირველისამსახური

ამ სტატიით ალბათ უნდა ვყვებოდე თუ  სად დავიწყე პირველი სამსახური, როგორ ავიღე პირველი ჰონორარი, რომელმაც მომცა მოტივაცია ჩემი კარიერული ზრდის და განვითარების, რამაც აქამდე მომიყვანა სადაც ახლა ვარ… სინამდვილეში, პირველ სამსახურის გამოცდილება ჯერ არ მქონია, ვერ ვიქნები ჩემ თავთან გულწრფელი, თუ იმ საქმეს რასაც ახლა ვაკეთებ სამსახურს დავარქმევ.

უსამსახუროდ, ჩემი „კარიერული“ განვითარება პირველ კურსზე, ძალიან მარტივად დაიწყო, როცა უნივერსიტეტში ჩაბარების აღსანიშნავად ჩემმა ბებიამ საჩუქრისთვის თანხა მომცა საათის შესაძენად. ეს საათი ამერიკიდან გამოვიწერე და მალევე მივხვდი, რომ მისი ფასი საქართველოში 3-ჯერ მეტი იყო, ისევე როგორც ბევრი ნივთის რომლის ამერიკიდან გამოწერა და შემდეგ, აქ გაყიდვა შეიძლებოდა.

სკოლადამთავრებულს ბიზნეს განათლება ჯერ არ მქონდა და დაახლოებით ისე ვფიქრობდი, როგორც ერთაოზ ბრეგვაძე „შერეკილებიდან“: გამოვიწერ-გავყიდი, გამოვიწერ – გავყიდი…
ასეც ვიქცეოდი. სტუდენტობის პირველ წლებში ჭეშმარიტ „იბეიშნიკად“ ვიქეცი, ჯიბის ფულზე მეტს გამოვიმუშავებდი და უდარდელობის ჭაობში ვიძირებოდი, სანამ ესტონეთში არ აღმოვჩნდი study trip-ზე, School of Entrepreneurship პროგრამაზე, სადაც 6 თვიანი სწავლების შედეგად მივხვდი, რომ ახალი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად საქართველო კარგი პლატფორმაა. „არაფერი გვეშველება“ – წუწუნიდან გამოვედი და ფიქრი დავიწყე. ასე შეიქმნა Kraken შემდეგ Giffer, ბოლოს კი Elvis.

თუ პირველი სამსახურის გამოცდილება ჯერ არ გაქვს, გილოცავ, შენ დღესვე შეგიძლია აიყვანო შენივე თავი სამსახურში, იმ პოზიციაზე დაასაქმო, რაც ყველაზე მეტად გინდა, თან სამუშაო გამოცდილებაზე მნიშნველოვანი მოტივაციაა საკუთარ თავთან. ასე ავიყვანე ჩემი თავი სამსახურში და მას შემდეგ, ერთად სიამტკბილობით მოვდივართ. რაც მთავარია, ის საათი ისევ ხელზე მიკეთია, უკვე 12-ე წელია.

თორნიკე ტურიაშვილი – Kraken-ის, Giffer-ის, Elvis-ის მმართველი პარტნიორი.

„აბრეშუმის გალერეაში” ქეთი შალამბერიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა იხსნება

თბილისში, სასტუმრო „ეპიზოდი“ იხსნება, სადაც ყველაფერი ციფრული ტექნოლოგიებით იმართება