9
Aug
2019

ტორონტოს კინოფესტივალზე თამარ შავგულიძის ფილმი “კომეტები” წარადგინეს

9 Aug 2019

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში “აღმოჩენები” თამარ შავგულიძის ფილმი “კომეტები” იქნება წარდგენილი. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. “კომეტები” ორი შუახნის ქალბატონის სიყვარულზეა, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. მასში მთავარ როლებს ნინო კასრაძე და ქეთი გეგეშიძე ასრულებენ.

#მალე თამარ შავგულიძის "კომეტები"

თამარ შავგულიძის ფილმი "კომეტები" წარმოდგენილი იქნება ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში "აღმოჩენები". ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.#GNFC #NUSHIFILM

Gepostet von GNFC – Georgian National Film Center am Donnerstag, 8. August 2019

 

საინტერესოა, რომ ეს ფილმი 2018 წლის ზაფხულში, სულ რაღაც 7 დღეში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ “კომეტები” საერთაშორისო ფესტივალმა 4 ფილმთან ერთად გამოარჩია, რაც შემდგომში გულისხმობს იმას, რომ მათზე განსაკუთრებული ფოკუსი იქნება გაკეთებული. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ფესტივალის შედგებს დაველოდოთ..

განხილვა