9
Dec
2016

ტორტი თუ ელექტროენერგია?! – წითელი ჯვრის კამპანია

9 Dec 2016

Elit Electronics


რა გირჩევნიათ: ტორტი დაბადების დღეზე, თუ ელექტროენერგია?! ამ ალტერნატივის წინაშე ბელგიაში, სტატისტიკურად, ათიდან ერთი ოჯახი ოჯახი დგება. წითელი ჯვრის ახალი კამპანიის მიზანი ამ გაჭირვებასთან ბრძოლა და მსგავსი ოჯახების დახმარებაა.

მაშინ, როდესაც ვიღაც დაბადების დღისთვის ახალ სათამაშო რობოტს ან ძვირადღირებულ სმარტფონს ელოდება, არიან ბავშვები, რომლებსაც საოცნებოდ აქვთ ეს დღე ოჯახის წევრების გარემოცვაში თბილად გაატარონ.

ბელგიურმა წითელმა ჯვარმა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელიც კარგად დაგვანახებს იმ ადამიანების მდგომარეობას, ვისაც,  უსახსრობის გამო, ელექტროენერგიის “ფუფუნებაც” კი არ აქვს. ვიდეორგოლის მთავარი გმირი პატარა ბიჭია, მას დაბადების დღე აქვს და ბედნიერია იმით, რომ მაგიდის გარშემო თავის ოჯახის წევრებს უყურებს. მაშინ, როდესაც ტორტის ჩაქრობას იწყებს, ელექტროენერგია ითიშება. მშობლებს იმისთვის, რომ შვილისთვის მცირედი საჩუქარი გაეკეთებინათ, სხვა მნიშვნელოვან რაღაცეებზე მოუხდათ უარის თქმა.

განხილვა