in

ტორტის შექმნის ხელოვნება ბლამანჟესგან

ბლამანჟეს ბენტო ტორტი, მარტივი დიზაინითა და კონკრეტულ ადამიანებზე მორგებული ფრაზებით, ემოციების მთელი პალიტრა, შეგიძლია გაუზიარო მეგობარს.

ტორტი, საგულდაგულოდ შერჩეული დიზაინით, დღესასწაულის სრულფასოვანი ელემენტია. ბაზარი ორბელიანზე არსებულმა ბლამანჟემ ტორტის შექმნა ახალ საფეხურზე გადაიყვანა. მომხმარებელი ირჩევს ტორტის შიგთავსსა და სასურველ დიზაინს. კონდიტერთა ჯგუფმა შექმნა 5 განსხვავებული და უნიკალური შიგთავსი: მოცვი და ლაიმი, შავი მოცხარი ლავანდთან და შოკოლადთან, მოცვი და ლიმონი, მარწყვი და შოკოლადი, სტაფილო სუნელებითა და ქაცვით

შიგთავსის არჩევის შემდეგ კი შემოქმედებითი პროცესი იწყება. კრემის ფერის ზუსტად დასმა, წარწერისა და გაფორმებების გემოვნებით გადანაწილება. შემდეგ ყველა ელემენტის უმცირესი დეტალებიც კი ისე მუშავდება, როგორც ხელოვნების ნიმუშზე.

აქ ტორტის ყველა ინგრედიენტი ზუსტად ისაა, რაც აუცილებელია მადისაღმძვრელი და დახვეწილი გემოების მისაღებად. ტორტები კრემ-ყველის ბაზაზე მზადდება, შოკოლადი და კაკაო კი ყოველთვის ფრანგულია. ძვირადღირებული ინგრედიენტებითა და ხილის ცოცხალი არომატების კომბინაციით განსაკუთრებული გემო და მდგრადი ფორმა მიიღება.

[პარტნიორის კონტნეტი]

ახალი Audi SQ5-ის პირველადი შეფასება ტესტერებისგან

ფერების მნიშვნელობა ლოგოებს მიღმა