in

Toshiba სამ დამოუკიდებელ კომპანიად დაიყოფა!

ეს მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესისა, რომელიც არსებითად გარდაქმნის თითოეულ დამოუკიდებელ კომპანიას…

veon
veon

Toshiba-მ განაცხადა, რომ სამ ცალკეულ კომპანიად დაიყოფა — Infrastructure Service Co, Device Co და Toshiba. გადაწყვეტილება იმ იმედითაა შთაგონებული, რომ ეს მდგრადი მოგების ზრდას შეუწყობს ხელს, ისევე, როგორც აქციონერთა ღირებულებისა და ნდობის.

ამასთან, როგორც კომპანია აღნიშნავს, Infrastructure Service Co შედგება Toshiba-ს ენერგეტიკული სისტემების, ინფრასტრუქტურული სისტემების, სამშენებლო და ციფრული გადაწყვეტილებებისგან. მისი პროდუქტები და სერვისები მოიცავს IT გადაწყვეტილებებს, ელექტროენერგიის გამომუშავებას, გადაცემასა და განაწილებას, განახლებადი ენერგიის წყაროებს, ენერგიის მენეჯმენტს, სისტემურ გადაწყვეტილებებს საჯარო ინფრასტრუქტურის, რკინიგზისა თუ მრეწველობისთვის და ენერგიის დაზოგვის გადაწყვეტილებებს მშენებლობაში.

ამავდროულად, Device Co მოიცავს Toshiba-ს ელექტრონიკისა და შენახვის ბიზნესს. მისი პროდუქცია კი გულისხმობს ელექტრო ნახევარგამტარებს, ოპტიკურ ნახევარგამტარებს, ანალოგურ ინტეგრირებულ სქემებს, მაღალი ტევადობის მონაცემთა ცენტრის მყარ დისკებს და ნახევარგამტარების წარმოების აღჭურვილობას.

რაც შეეხება Toshiba-ს, იგი წილებს ფლობს Kioxia Holdings Corporation (KHC)-სა და Toshiba Tec Corporation-ში. ამ გაყოფის ფარგლებში კომპანია KHC-ის აქციებს ნაღდი ფულით აკონვერტირებს.

“ეს მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესისა, რომელიც არსებითად გარდაქმნის თითოეულ დამოუკიდებელ კომპანიას, გააუმჯობესებს მის პოზიციას მდგრადი მომგებიანი ზრდისთვის და უზრუნველყოფს აქციონერების მოკლევადიან ანაზღაურებას. ჩვენი კონკურენტული პოზიციის გასაძლიერებლად, თითოეულ ბიზნესს სჭირდება მეტი მოქნილობა საკუთარი ბაზრის შესაძლებლობებისა და გამოწვევების დასაკმაყოფილებლად” — განმარტავს Toshiba-ს დირექტორთა საბჭო.

გარდა ამისა, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ეს განცალკევება არსებითად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. “ეს ბიზნესს საშუალებას აძლევს, იყოს ბევრად უფრო ფოკუსირებული, ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების მოქნილობას, და განცალკევება ბუნებრივად ზრდის აქციონერთა არჩევანს”. 

გაყოფა, სავარაუდოდ, საჭირო პროცედურების გათვალისწინებით, 2023 წლის მეორე ნახევრისთვის დასრულდება. ახალი კომპანიების დირექტორთა საბჭოები ძირითადად დამოუკიდებელი იქნება და დირექტორთა ფართო სპექტრს მოიცავს. თითოეულ მათგანს საჭირო უნარები და გამოცდილება გააჩნია, რათა შეიმუშაონ სტრატეგია და უზრუნველყონ მენეჯმენტის ანგარიშვალდებულება.

ამ ბიზნესებისთვის მმართველობითი სტრუქტურების გამიჯვნა ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების უფრო ადვილად მიღებას, მოქნილობას და ინოვაციურ შესაძლებლობებს — მათ შორის, პოტენციურ სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირებით არსებულ გარიგებებს.

Protected: „ის შენთვის შევქმენით“ – „გეზ მოტორსის“ განახლებული შოურუმი, სადაც არასოდეს დაიღლებით

გუდვილის სრული ასორტიმენტი უკვე ერთ აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი!