Toshiba – ის ბრენდია, რომელსაც უკვე ათწლეულებია, მოწინავე პოზიციები უკავია. მისი მდიდარი მემკვიდრეობა თარიღდება მე-19 საუკუნით, როდესაც ბრენდმა დიდი როლი ითამაშა იაპონიის ინდუსტრიალიზაციაში. Toshiba-ს ხედვა და სიმტკიცე განსაკუთრებული წარმატების ისტორიაა, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ.
კომპიუტერებისა და ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლის შტაბ-ბინა ტოკიოშია. კომპანია 1939 წელს დაარსდა, როგორც Tokyo Shibaura Electric Company. დღევანდელი სახელწოდება კი 1978 წელს მიიღო.
Shibaura-დან Toshiba-მდე
თუმცა ბრენდის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. ორიგინალური Shibaura კომპანია, რომელიც ჩამოყალიბდა 1875 წელს, შექმნა გამომგონებელმა, ჰისაშიგე ტანაკამ, რომელიც იაპონური ტელეგრაფის აღჭურვილობის პირველი მწარმოებელი იყო და მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც იაპონელ ედისონს. ტანაკამ შექმნა ინოვაციური მოწყობილობები, რომლებმაც იაპონიის მოდერნიზაციას შეუწყო ხელი.
ახალდაარსებული საწარმოს პირველადი ფოკუსი ოკეანის გემების ძრავების წარმოება იყო. მან დაიწყო მძიმე, მაღალი ცხენის ძალის მქონე ორთქლის ძრავების დამზადება. მას ზედამხედველობდა Mitsui-ს ბიზნესკომბინატორი (zaibatsu). ამის პარალელურად, 1890 წელს, Tokyo Electric Light Company ელექტრონათურებს აწარმოებდა Mitsui-ს დაფინანსებით.
სწორედ ეს ორი კომპანია გაერთიანდა 1939 წელს და ჩამოყალიბდა Tokyo Shibaura Electric Co.
ომის შემდგომი ინოვაციები
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც იაპონიის ერთგვარი რეკონსტრუქცია მოხდა, ის ელექტრონულ მოწყობილობებზე ფოკუსირებულ ქვეყნად იქცა და ამ დარგში Toshiba გახდა მთავარი მოთამაშე. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ბრენდმა პირველად წარადგინა იაპონიის პირველი რადარი (1942), ბრინჯის ელექტროგაზქურა (1955) და ტელევიზორი (1959), ეს სამი პროდუქტი მის მძაფრ ინტერესს წარმოადგენდა ინოვაციებისადმი.
გლობალური ექსპანსია (1980-2000-იანი წლები)
1980-იან და 1990-იან წლებში Toshiba გლობალური ტექნოლოგიების ლიდერი იყო. 1985 წელს მან გამოუშვა T1100, მსოფლიოში პირველი ლეპტოპი, განკუთვნილი მასობრივი ბაზრისთვის. ლეპტოპმა, ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა პორტატიული გამოთვლების მიმართულებით.
1987 წელს ბრენდმა გამოიგონა ე.წ. ფლეშმეხსიერება, ტექნოლოგია, რომელსაც ემყარება თანამედროვე მოწყობილობები, როგორებიცაა სმარტფონები, USB და მყარი დისკები. თუმცა მისთვის ეს პროდუქტები ზღვაში წვეთი იყო იმასთან შედარებით, რასაც დივერსიფიცირებული ბიზნესის ფარგლებში აწარმოებდა. Toshiba-მ ინდუსტრიული გიგანტის რეპუტაცია მოიპოვა ბირთვული ენერგიის, სამედიცინო აღჭურვილობისა და მძიმე ტექნიკის მიმართულებით.
გამოწვევები და რესტრუქტურიზაცია (2010 წ.)
2010-იანებმა მნიშვნელოვანი გამოწვევები მოიტანა ბრენდის ცხოვრებაში. მათ შორის იყო ფინანსური სირთულეები, რომლებიც გამოიწვია აშშ-ს კომპანიის, Westinghouse Electric Company-ის დაშლისა და ბუღალტრული სკანდალების შედეგად. ამის საპასუხოდ, Toshiba-მ მოახდინა თავისი ოპერაციების რესტრუქტურიზაცია, გაყიდა მეხსიერების ჩიპების განყოფილება და ფოკუსირება მოახდინა ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და IT გადაწყვეტილებებზე.
ბრენდი დღეს
ამჟამად Toshiba ორიენტირებულია მდგრადობასა და უახლოესი ტექნოლოგიების დანერგვაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, კვანტური გამოთვლები და ჭკვიანი ინფრასტრუქტურა. კომპანია აგრძელებს განვითარებად ბაზრებზე ადაპტირებას და ინარჩუნებს ინოვაციებისადმი ერთგული კომპანიის მემკვიდრეობას.
პიონერული ელექტრონათურებიდან დაწყებული ციფრული ეპოქის ფლეშმეხსიერებით დამთავრებული, Toshiba-ს ისტორია ასახავს მის ერთგულებას ინოვაციებისა და გამძლეობისადმი. ის ადაპტაციისა და ტექნოლოგიური სრულყოფის ძალის დასტურია.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.