ამერიკული ფეხბურთი სწორედ ის თამაშია, რომელსაც გულშემატკივარი ბოლომდე ფხიზელი თვალით ვერ უყურებს ხოლმე, განსაკუთრებით კი სუპერ–ბოულს. ემოციები, შეძახილები, ნერვიულობა, სიხარული… ცოტაოდენი ალკოჰოლური სასმელი ამ შეგრძნებებს უფრო ამძაფრებს და თამაშის ყურებაც გაცილებით საინტერესო ხდება. თუმცა, წლის ამ პერიოდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების 70% სწორედ არაფხიზელი მძღოლების გამო ხდება. Tostitos-მა გადაწყვიტა გემრიელი პროდუქციისთვის სასარგებლო ფუნქციაც მიესადაგებინა და სპეციალურად სუპერ–ბოულისთვის ბრენდმა ახალი შეფუთვა გამოუშვა. გემრიელი, ლუდთან მისაყოლებელი ჩიფსი და ამასთან ალკო–ტესტის ფუნქცია. შეფუთვაზე გამოსახული ავტომობილის საჭე სულის ჩაბერვის შემდეგ იმ ფერად ანათებს, რომელიც ორგანიზმში ალკოჰოლის პროცენტულ რაოდენობას შეესაბამება.
https://www.youtube.com/watch?time_continue=99&v=3w26ymG7xYU













