ყურადღება! Tostitos ჩიფსები წარმოგიდგენთ: კუნთებიანი მაჩო, ვნებიანი ქალბატონი, უმამოდ დარჩენილი წვერებიანი ბავშვი და ცალთვალა ბოროტი სიდედრი სერიალში Botanas del Cielo.
სანამ ტელენოველებს ვაკრიტიკებთ, მათი მაყურებლის რაოდენობა არ იკლებს. ხომ შეიძლება, ეს “კულტურული ფენომენი” თავისი პოპულარული თემებით რეკლამაშიც გადავიტანოთ და ისეთი კონტენტი შევქმნათ, რომელიც მაყურებლის ორივე ფლანგს – მხარდამჭერებსაც და მოწინააღმდეგეებსაც გააერთიანებს.
ეს იდეა Tostitos-მა განახორციელა და ისტორიაში ყველაზე “დრამატული” ჩიფსების რეკლამა შექმნა.
სარეკლამო კამპანია Botanas del Cielo-ს კონტენტი მთლიანად ტელენოველების მიხედვით ააგეს. Tostitos-მა მაყურებელს ახალი სერიალი შესთავაზა, რომელშიც იუმორის მიუხედავად, ყველაფერი ისევე “სერიოზულადაა” როგორც მექსიკური ტელენოველებში. ქორწილი, ღალატი, ბავშვის მამობის თემა, ოჯახური პრობლემები, ვნებები – ამ ყველაფრის მიზეზი Tostitos-ს ჩიფსები გახდა.
https://youtu.be/3yc9mQJoJU8?list=PLNgF-qEZUSwuNwsWwBz7jANofHcRHK2lU