ავტომობილის ზეთის მწარმოებელმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია Total-მა, სააგენტო BETC-თან ერთად, ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. კომპანიის 1 წუთიან შთამბეჭდავ ვიდეოში ავტომობილების ძრავები ხარისხიან ზეთს მოწყურებულ რობოტებად იქცევიან და ქალაქის ქუჩებში იმ ერთადერთ ბედნიერ იღბლიანს მისდევენ, რომელიც Total-ის დახმარებით ნებისმიერ წინააღმდეგობას თუ ტემპერატურას მარტივად და უპრობლემოდ უმკლავდება.