in

2020 წლის მზის ტოტალური დაბნელება, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდა

ორშაბათს, 14 დეკემბერს ათასობით ადამიანმა მიაპყრო ცისკენ თვალები, რათა მზის სრული დაბნელება ენახა. დაბნელება 2 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ დროს ჩილე და არგენტინა სრულ სიბნელეში მოექცა.

მართალია, უამინდობის გამო არავინ ელოდა მზის დაბნელების ხილვას, თუმცა ძლიერი წვიმა დროულად შეწყდა და გამოჩნდა ის, რამაც ყველა ასე მოხიბლა.

„ამ საოცრებას არ მხოლოდ ხედავ საკუთარი თვალებით, არამედ შეიგრძნობ მთელი გულით“

პანდემიით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად, თითქმის 300 000 ტურისტი ჩავიდა არაუკანიის რეგიონში, სადაც მზის დაბნელების ხილვას შეძლებდნენ.

სამოყვარულო და პროფესიონალ მეცნიერებს მიჰქონდათ ტელესკოპები ვილარიკას ვულკანის ფერდობებზე, იმ მომენტის სანახავად, როცა მთვარე დედამიწასა და მზეს შორის მოექცეოდა.

ბრძოლა ბოროტ ძალასთან

საინტერესოა, რომ ადგილობრივებს გარკვეული რწმენა-წარმოდგენები აქვთ მზის დაბნელებასთან დაკავშირებით. მათი აზრით, ეს მზის სიკვდილს განსახიერებს და ასევე, კონფლიქტს მთვარესა და დედამიწას შორის. ამიტომაც ისინი ერთგვარი შიშით ელოდნენ მზის დაბნელების ხილვას.

 

ჯანჯაფილის თაფლაკვერით ასახული შვედეთის პანდემიური წელი

რაზე ოცნებობენ ძაღლები პანდემიის დროს? – Microsoft-ის საშობაო რეკლამა