მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელებაში კომპანია Total-იც ჩაერთო და გულშემატკივრებს სააგენტო BETC-სთან თანამშრომლობით მომზადებული სარეკლამო ვიდეორგოლი მოუმზადა. ზოგისთვის ფეხბურთი უბრალოდ თამაშია, სხვებისთვის კი ბევრად უფრო მეტი – უშუალო ურთიერთობები, გაზიარებული სიხარული, ულევი დადებითი ემოცია და დასამახსოვრებელი მომენტები.