in

ღია უნივერსიტეტი: „თითოეული სტუდენტი ცალკე საგნად შეისწავლის მეწარმეობას და ექნება ვალდებულება შექმნას საკუთარი მინი-ბიზნესი“

უკვე რამდენიმე თვეა, რაც თბილისის ღია უნივერსიტეტში ძირეული ცვლილებები დაიწყო. სასწავლებლის მფლობელობა ახალმა გუნდმა გადაიბარა, რასაც სიახლეების დანერგვის, განვითარებისა და ცვლილებების ინტენსიური ფაზა მოყვა. უნივერსიტეტის ისტორიაში ახალი ათვლის წერტილი გაჩნდა, რომელიც ადამიანური რესურსის შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის, იმ უნარ-ჩვევების განვითარებას ითვალისწინებს, რაც კურსდამთავრებულებს თვითრეალიზებისთვის ესაჭიროებათ.

„თბილისისი ღია უნივერსიტეტის დამფუძნებლებს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ ბიზნეს სექტორში. ზუსტად იციან დასაქმების ბაზრის მოთხოვნები, ის წერტილები, სადაც გარკვეული სიცარიელეა დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის, ის საჭიროებები რაც საქართველოში დღეს ბიზნესის განვითარების კუთხით დგას და შესაბამისად, მთელი ეს ცოდნა და გამოცდილება აისახა ბიზნესის სკოლის განახლებულ სტრატეგიაში, რომელიც მას ბიზნეს სამყაროში არსებულ მოთხოვნებთან მჭიდროდ აკავშირებს,“ – გვიამბო ღია უნივერსიტეტის დეკანმა, ნანა მიქაშავიძემ.

M: როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ, ბიზნესის სკოლის დეკანი გახდით – რა სიახლეების წინაპირობაა ეს საუნივერსიტეტო სივრცეში?

ვფიქრობ, განათლების სფერო მეტად უნდა დაახლოვდეს ბიზნესთან, მეტი ყურადღება მიაქციოს იმ გამოწვევებს და მოთხოვნებს რაც ამ ბიზნესის სხვადასხვა სექტორში არსებობს. გარდა ამისა, უნივერსიტეტი უნდა იყურებოდეს უფრო შორს და ითვალისწინებდეს იმ ტენდენციებს რაც გლობალურად მიმდინარეობს. ჩემი, როგორც დეკანის და როგორც ბიზნესის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანის მიზანსაც სწორედ ეს წარმოადგენს: ჩვენი ბიზნესის სკოლა და განახლებული პროგრამები იყოს მაქსიმალურად მოქნილი და შეესაბამებოდეს  იმ თანამედროვე მიდგომებს, გამოწვევებს და მოთხოვნებს, რაც ბაზარზე არსებობს. რადგან კურსთამთავრებულები გვინდა იყვნენ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, ანტრეპრენერული აზროვნებისა და მუხტის მქონე. მათ უნდა მივცეთ ტრანსფერული ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომ იყვნენ გლობალურად კონკურენტუნარიანები. ანალიტიკური უნარების გარდა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ემოციური ინტელექტის განვითრებას, კომუნიკაციის უნარების განვითარებას და ეს ყველაფერი გამჭოლად უნდა გასდევდეს სრულ აკადემიურ პროგრამას.

M: როგორია თქვენი ხედვა და სამომავლო გეგმები, ბიზნესის სწავლების მეთოდებში?

ჩვენ გვჯერა, რომ მიუხედავად აკადემიური მოსწრებისა, ის რაც დღევანდელ კურსდამთავრებულებს ნებისმიერი უნივერსიტეტიდან აკლიათ არის ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა ამ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად და ე.წ. „რბილი“ უნარები.

ჩვენ ვაპირებთ, რომ დიდი აქცენტები გავაკეთოთ entrepreneur-ობაზე, რომელიც გვჯერა რომ მხოლოდ პროფესია კი არ არის, არამედ აზროვნების სტილია. ამიტომ, გარდა იმისა რომ გვექნება მიზანიმიმართული პროგრამული კურსები, რაც ანტრეპრენერობის პრაქტიკულ გამოცდილებას, ან წარმატებული ანტრეპრენერობისთვის საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების სწავლებაზე იქნება ორიენტირებული, ეს სტილი და აზროვნება გამჭოლად იქნება უნივერსიტეტის მთლიან ცხოვრებაში ხელწერად.

ამას დიდი ძალისხმევა და თანმიმდევრული განვითრება დასჭირდება, რა გამოწვევასაც დიდი ენთუზიაზმით ვიღებთ მთელი გუნდი. რაც შეეხება სასწავლო პროგრამას, მაგალითისთვის,

თითოეული სტუდენტი ცალკე საგნად შეისწავლის მეწარმეობას და ექნება ვალდებულება შექმნას საკუთარი მინი-ბიზნესი, რაშიც უნივერსიტეტი მათ როგორც ფინანსურად, ასევე მენტორულადაც დაეხმარება.

ვფიქრობთ, ეს მიმართულება უნიკალური და ორმაგი ბენეფიტების მატარებელია: ერთი მხრივ, სტუდენტი თავად შეეხება ბიზნესის შექმნისა და მართვის პროცესებს, რაც მას უკეთ გაარკვევს ბიზნესის სპეციფიკაში და მეორე მხრივ, გაჩნდება ახალი იდეები, ინოვაციური ბიზნესების შექმნის შესაძლებლობა, რაც როგორც უშუალოდ სტუდენტებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

M: თქვენი შეფასებით, ვისთვის არის განკუთვნილი სასწავლო პროგრამა?

ჩვენ გვაქვს ბიზნესის ადმინისტრირების და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამები და ასევე, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. საბაკალავრო საფეხური არის განკუთვნილი აქტიური, მონდომებული აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ბიზნეს სამყარო, სურთ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაც და განვითარებაც და მზად არიან რეალური, პრაქტიკული გამოწვევებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ აბიტურიენტში არის უნიკალური უნარები და შესაძლებლობები, რომლის აღმოჩენა/ განვითარებაში ხელის შეწყობა უნივერსიტეტის უმთავრესი მიზანია. 

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამას, აქ ვიტყოდი, რომ აქცენტი კეთდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც გარკვეული  პროფესიული გამოცდილება უკვე დააგროვეს, სურთ საკუთარი გამოცდილების თეორიული ცოდნით შევსება და ამასთანავე, საჭირო კონტაქტებით საკუთარი ბიზნეს ქსელის გამდიდრება.

გარდა ძალიან პრაქტიკულ საჭიროებებზე მორგებული სავალდებულო კურსებისა, რაც ფაქტობრივად წარმატებული ბიზნესის წარმოების ყველა ასპექტს მოიცავს (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი), სტუდენტებს ვთავაზობთ ძალიან პრაქტიკულ და მოთხოვნად არჩევით კურსებს.

გვაქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის მოდული, რომელიც დღეს ბაზარზე ძალიან აქტუალურია. ბაზრის ანალიზმა გვაჩვენა, რომ ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელში ცოდნის გაღრმავებაც სურს დღევანდელი პროფესიონალების დიდ ნაწილს.


M: როგორ უწყობთ ხელს სტუდენტებს სასწავლო პროცესში, თვითრეალიზებაში? ასევე, რა პერსპექტივას უქმნით კურსდამთავრებულს?

გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალი, ისევე, როგორც ადმინისტრაციის დიდი ნაწილი და დამფუძნებლები ბიზნესის სფეროში მოღვაწე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსები არიან, სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა, რაც თანამედროვე სამყაროში დასაქმებისთვის აუცილებელი წინაპირობაც კი არის. გარდა ამისა, უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტების წარმატების სამსახური, რომელიც სტუდენტებს დასაქმებისთვის, მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის და მაღალი აკადემიური მოსწრების ხელშეწყობისთვის არაერთ სერვისს სთავაზობს.

M: თქვენი ხედვით, რა სჭირდება თანამედროვე ბაზარს, რის მიწოდებაც ბიზნესის სკოლის ცოდნის საშუალებითაა შესაძლებელი?

ვფიქრობთ, რომ თანამედროვე ბაზარს მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე, განვითარებაზე ორიენტირებული და სწრაფად ადაპტირებადი კადრები სჭირდება, რომლებსაც პრაქტიკული უნარ-ჩვევები თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად გამოუმუშავდებათ და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი უკვე კონკრეტულ კომპანიაში დაიწყებენ მუშაობას. ამ მიმართულებით სტუდენტების მომზადება ბიზნესს მისცემს საშუალებას დაზოგოს დრო და რესურსები და მოიძიოს ისეთი კადრები, რომლებიც საწყის ეტაპზევე ეფექტიანი მუშაობისთვის საჭირო ყველა უნარით იქნებიან აღჭურვილნი.

M: როგორ ხედავთ თქვენს, როგორც თანამედროვე უნივერსიტეტის როლს ანტრეპრენერების განვითარების ხელშეწყობის კუთხით?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარდა მაღალი ხარისხის თეორიული ცოდნის მიცემისა, სტუდენტებს მივცემთ შესაძლებლობებს საკუთარი თავი ანტრეპრენერის ამპლუაში გამოსცადონ. ჩვენი უნივესიტეტი იქნება ერთგვარი ჰაბი, სადაც დამწყები ანტრეპრენერები მიიღებენ ცოდნას პრაქტიკოსი ლექტორებისგან, მენტორინგს სუსტი მხარეების გასაუმჯობესემბლად და ძლიერი მხარეების აღმოსაჩენად, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნეს იდეის განსახორციელებლად, რაც, ვფიქრობთ, რომ ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა.

 

[R]

რა გინდა აკეთო ამ ზაფხულს? – Apple-ის რეკლამა

პირველი ფოტო Amazon-ის “ბეჭდების მბრძანებელის” სერიებიდან