17
Oct
2018

საერთაშორისო ციფრული სამიტი TOUCH თბილისში!

17 Oct 2018

24 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო ციფრული სამიტი TOUCH გაიმართება. კონფერენცია კლუბ KHIDI 中 -ში ჩატარდება. წლევანდელი TOUCH შეეხება საკითხებს მეწარმეობის, ბიზნესის განვითარებს, ციფრული ინფრასტრუქტურისა და დიზაინ გამოცდილების შესახებ. სამიტი საქართველოში უკვე მესამე წელია იმართება და საერთაშორისო სპიკერებსა და ასობით დელეგატს მასპინძლობს. ესაა პლატფორმა, სადაც საერთაშორისო კომპანიებიდან მოწვეული სპეციალისტები და სფეროს ექსპერტები მსმენელებს საკუთარ გამოცდილებასა და ნაცად პრაქტიკას უზიარებენ. თუმცა, კონფერენციის წლევანდელ ფორმატში ცვლილებებია. TOUCH-ს დაემატა სტარტაპერების მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც პრეზენტაციებს, ვორკშოპებსა და დაჯილდოებას ითვალისწინებს. ასევე, იქნება ლაივ-პერფორმანსებიც. კონფერენციაზე სპიკერები მოწვეულები არიან შემდეგი კომპანიებიდან: Google, Airbnb, Lego, Google Cloud, Farfetch, Georgian National Tourism Administration, Red bull. ღონისძიების ორგანიზატორია სააგენტო Digital Mate. TOUCH-ის მხარდაჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ბექა ქვარცხავა, ორგანიზატორი: “ყოველწლიურად ვცდილობთ მაქსიმალურად საინტერესო და გამოცდილი სპიკერები ჩამოვიყვანოთ დიდი კომპანიებიდან, რომლებიც ბიზნეს განვითარების მიმართულებით მუშაობენ და აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება დიჯითალში. ქვეყანა ვითარდება და საჭიროებს მაღალინტელექტუალურ რესურს, რომელმაც ამ ქვეყნის აღმშენებლობისთვის თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ეკონომიკურ განვითარებაში, რაც სწორადგანვითარებულ ადამიანურ რესურსს მოითხოვს.

წელს სიახლე იქნება პიჩინგ შეჯიბრი, სადაც სტარტაპებს თავიანთ წამოწყებაზე საუბარი შეეძლებათ. ასევე, გათვალისწინებულია ვორკშოპები, რომლებსაც მოწვეული და ადგილობრივი სპიკერები ჩაატარებენ. იქნება სტარტაპ-გამოფენაც, რაც სტარტაპერებს ინვესტორებისა და სხვა სტუმრებისთის საკუთარი პროდუქტის წარდგენაში დაეხმარება. ღონისძიება ითვალისწინებს “სტარტაპ დაჯილდოებასაც”, საიდანაც გამოვლინდება 3 ფინალისტი. გვინდა, ერთ სტარტაპს Digital Mate-ის პროდუქტი ვაჩუქოთ და ჩვენს პარტნიორებსა და მეგობარ ორგანიზაციებთან შეხვედრებში შევუწყოთ ხელი, რომ საკომუნიკაციო ქსელიც გააფართოვონ და ბიზნესის განვითარება უფრო ადვილად შეძლონ.

წელს პირველად გვესტუმრება სპიკერი Airbnb-დან, Angel-ინვესტორები. Lego-ს წარმომადგენლები, Google-ის სტარტაპ ბიზნესის განვითარების ექსპერტი და Google Cloud-ის გუნდის წარმომადგენელი, ასევე სხვა დიდი კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები, რომლებიც გაუზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ქართული კომპანიების წარმომადგენლებს.”

განხილვა