in

რა შესაძლებლობებს სთავაზობს Touch-ის პლატფორმა ქართულ სტარტაპებს?

29-30 ოქტომბერს ონლაინ კონფერენცია სტარტაპებისთვის – Startup Touch – საქართველოდან და სხვა რეგიონებიდან უმასპინძლებს როგორც სტარტაპებს, ისე ინვესტორებს, აქსელერატორებს და კორპორაციულ კომპანიებს, რომლებიც ეძებენ პრობლემების ახალ და ციფრულ გადაწყვეტებს.

“თუკი ინოვაციურ პროდუქტზე ან სერვისზე მუშაობ და ეძებ ვინმეს, ვინც დაგაფინანსებს, ან თუკი შენი იდეა უკვე მზადაა, რომ სხვამ შეისყიდოს, მაშინ Startup Touch-ის ონლაინ კონფერენცია სწორედ ის ადგილია, სადაც შენ შეძლებ შენი სტარტაპის ან იდეის უკეთ წარმოჩენას და, ასევე, მენტორისა და ინვესტორის მოძიებას,” – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მათ, ვინც ჩართულნი არიან ისეთ დარგებში, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი (AI), 5G, რობოტიკა (Robotics), ღრუბლოვანი სერვისები (Cloud tech), აგროტექნოლოგიები (Agritech), მომავლის მანქანები, საწარმოო ტექნოლოგიები (Enterprise solutions) და ეკოტექნოლოგიები (Cleantech).

შერჩეული სტარტაპები მონაწილეობას მიიღებენ ორ დღიან ბუთქემფებში და ფიჩინგებში შესაბამისი ინდუსტრიის პროფესიონალებთან ერთად და დაესწრებიან მენტორშიფის სესიებს. ლაივ ფიჩინგი შესაძლებელი იქნება ინვესტორებთან და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ევროპაში, ისრაელსა და ამერიკაში.

ღონისძიების ფორმატი არ მოიცავს მხოლოდ ვებინარებს. Touch იყენებს სპეციალურ პლატფორმას, რომლის გამოყენებაც მონაწილეებს შესაძლებობას აძლევს, თვალი ადევნონ ვორქშოპებს, დასვან შეკითხვები, წარადგინონ საკუთარი იდეები, დაუკავშირდნენ სხვა მონაწილეებს და ასევე ჰქონდეთ საკუთარი ვირტუალური საგამოფენო ჯიხური.

ნებისმიერ სტადიაში მყოფი პროექტები, განურჩევლად იმისა, ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე იმყოფებიან თუ უკვე ბიზნესის გაფართოებაზე მუშაობენ, შეძლებენ ამ ღონისძიებიდან მიიღონ სარგებელი. განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც სურს, რომ მიიღოს დაფინანსება, იპოვოს პარტნიორები ან აღმოაჩინოს ახალი შესაძლებობები ევროპის, ისრაელის, ახლო აღმოსავლეთის ან ამერიკის ბაზრებზე.

აპლიკაციის ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე: touch.ge/startup
დედლაინი – 1-ლი ოქტომბერი (რაც უფრო ადრე შეძლებთ რეგისტრაციის გავლას, უფრო მეტი შანსი გექნებათ აქსელერატორებთან და ინვესტორებთან რეკომენდაციის გაწევისათვის)

შეკითხვებისა და მედია კავშირისთვის: [email protected]
Facebook: @touch.ge

პარტნიორები: Onesoul.io, Georgia’s Innovation and Technology Agency (GITA), Bank of Georgia Business, Terminal.

„1000 პროექტი“ მომხმარებელს, პროექტირებიდან მშენებლობის დასრულებამდე, ყველა მომსახურებას ერთად სთავაზობს

კლინიკა „ნეო-ნეო“, სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ქალებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს