in

ციფრული კონფერენცია Touch-ის ჩატარების თარიღები ცნობილია

თბილისში, საერთაშორისო ციფრული კონფერენცია “Touch” წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება. ღონისძიება 30-31 ოქტომბერს გაიმართება. კონფერენციას Google-ის, NASA-ს, Nike-ის, Facebook-ის ექსპერტები და წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე მოწვეულია სპიკერი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაციიდან. ციფრული კონფერენციის ფარგლებში, მოეწყობა სტარტაპ ექსპო, სადაც სტარტაპებსა და პოტენციურ ინვესტორებს ერთმანეთთან გასაუბრების შეაძლებლობა ექნებათ. ასევე, წელს სცენა დაეთმობა ქალებს ტექნოლოგიებში და ქართულ სააგენტოებს. ღონისძიებაზე მოწვეული არიან, როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ფონდები, აქსელერატორები და ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით მომუშავე (VC) კომპანიები.

Touch – ინტელექტუალური პლატფორმაა, რომელიც ციფრულ ინდუსტრიაში ჩართულ პირებს და ამ სფეროს მრავალ, საინტერესო მიმართულებაზე მომუშავე ორგანიზაცებს აერთიანებს. პროექტი ყოველწლიურად მეტ საერთაშორისო დონის სპიკერს მასპინძლობს, რომლებიც დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

ბექა ქვარცხავა, Touch-ის დამფუძნებელი: “დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი რესურსით გარკვეული რაოდენობა ადამიანების დავაინტერესოთ მომავლის ტექნოლოგიებით, გავზარდოთ მათში ინტერესი ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით და შევქმნათ ქვეყანაში ჯანმრთელი ეკოსისტემა. საბედნიეროდ დღეს ჩვენ გვაქვს იმის დრო და ფუფუნება, რომ ყველა ომი გადავდოთ და დრო ჩვენი თავის განათლებას და განვითარებას დავუთმოთ. Touch არის ადგილი სადაც შეგიძლია შეეხო შენს გონებას და იმოგზაურო მომავალში.”

Touch-ზე წარმოდგენილი იქნება თემატური პრეზენტაციები, ვორქშოფები, საგამოფენო სივრცეები, სტარტაპების ექსპო, B2B შეხვედრები და მასტერკლასები. წლევანდელი ღონისძიების ძირითად თემები შეეხება: პროდუქტის შექმნას, დიზაინის როლს ბიზნესში, მონაცემთა ანალიზს, გუნდთან მუშაობის კულტურას, მომავლის ტექნოლოგიებს და სხვა უამრავ საინტერესო და საჭირო თემებს.

გასულ წლებში ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ National Geographic-ის, Google-ის, YouTube-ს და Airbnb-ს წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებებით.

3 რჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებისთვის, სოციალურ მედიაში

გუდაურში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „რადისონ ბლუ გუდაური“ იხსნება