10
Nov
2017

Google, WebSummit, TripAdvisor – 15 ნოემბერს თბილისი Touch Digital Summit-ს უმასპინძლებს!

10 Nov 2017

Touch ციფრული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს და მსმენელებს საკუთარი ციფრული რესურსების გაუმჯობესებაში ეხმარება. ღონისძიება, რომელიც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება, უკვე ორი წლისაა და ამჯერად მას 15 ნოემბერს, ფაბრიკა უმასპინძლებს. წელს, ქართველ გამომსვლელებთან ერთად, თაჩზე ვიხილავთ Google-ის, WebSummit-ისა და TripAdvisor-ის სპიკერებსაც. პროექტის დამფუძნებელი ბექა ქვარცხავა თვლის, რომ თაჩი ქვეყანაში არსებულ ციფრულ პროექტებს ახალ მასშტაბებზე გაიყვანს, გაუმჯობესდება ადგილობრივი მომსახურების სფერო, რაც ტურიზმის გაუმჯობესებაზეც აისახება.

M: რა მნიშვნელობა აქვს Touch-ის ღონისძიებას ქვეყნისთვის?

Touch არის ინტელექტუალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ციფრული მიმართულებით მომუშავე ყველა ადამიანს. ეს პლატფორმა შეიქმნა იმ იდეით, რომ მოხდეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებას გაზიარება, შედგეს ახალი ბიზნეს თანამშრომლობები და განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდეს. პლატფორმის არსებობა ქვეყანას დაეხმარება სწრაფად განავითაროს ადგილობრივი პროექტები, მოკლე და მარტივი გზებით გაიტანოს საერთაშორისო ბაზარზე და ადგილობრივ მეწარემეებს მისცეს საშუალება გაეცნონ თანამედროვე ტრენდებსა თუ გამოწვევებს.

M: Touch-ი ტურიზმის ადმინისტრაციასთან კოლაბორაციით კეთდება, გაქვთ მოლოდინი, რომ ღონისძიება ტურიზმის განვითარებაზე იქონიებს დადებით გავლენას?

ტურიზმი საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება, რაც წლიდან წლამდე ტურისტების სტატისტიკაზე აისახება. შესაბამისად, ქვეყანაში საჭიროა აქტიურად მოხდეს სერვისებისა განვითარება, რადგან ჩამოსულმა სტუმრებმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი, სწორედ ამიტომ ტურიზმის მიმართულებით მომუშავე მიმართულებები კარგად უნდა იცნობდნენ ციფრული კომუნიკაციების შესაძლებლობებს და საკუთარი პროდუქტის სწორ პოზიციონირებას ახდნენ პოტენციურ ვიზიტორებთან.

ტურიზმის ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, როგორც მხარდამჭერი იმ საგანმანათლებლო ნაწილის რასაც Touch-ის შინაარსი მოიცავს და ასევე შემდეგ განვითარებაში რეგიონალურად თბილისში არსებობდეს ერთ-ერთი დიდი და წარმატებული საერთაშორისო პლატფორმა.

M: Touch-ი უკვე მეორედ ტარდება, რა შეიცვალა 2016 წლის ღონისძიებასთან შედარებით?

წინა წელთან შედარებით, პროექტი გაცილებით მეტ სპიკერს მასპინძლობს, შარშან გვყავდა 6 სპიკერი, წელს მათი რიცხვი დაახლოებით 17-მდე გაიზარდა. ღონისძიება იქნება 1 სრული დღე, 20 წუთიანი პრეზენტაციებითა და პანელური დისკუსიებით. ასევე Touch-ზე მოხდება ელექტრონავტის ახალი პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც ლოკალური სცენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და ღონისძიების დასრულების შემდეგ ლაივშესრულება ქართველი ანდერგრაუნდ არტისტების მიერ დაივბარში.

M: ვინ იქნებიან წლევანდელი სპიკერები და რა იქნება წლევანდელი Touch-ის თემა?

15 ნოემბერს თაჩზე გვეწვევა Google-ს Head of Branding, Websummit Co-Founder, Tripadvisor-ის მარკეტინგის მენეჯერი და ა.შ. როგორც საერთაშორისო ისე ლოკალური წარმომადგნლები სხვადასხვა კომპანიებიდან. წლევანდელი თაჩი შეეხება მარკეტინგულ კომუნიკაციებს, ფოტოგრაფიას, Facebook & Instagram-ის ახალი გამოყენების მაგალითებს, Big Data, სარეკლამო კამპანიებს და ა.შ.

M: როდის იქნება ღონისძიება და სად?

ღონიძიება ჩატარდება 15 ნოემბერს, ფაბრიკის საკონფერენციო სივრცეში. დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე, საღამოს ლაივ აქტების მოსმენის საშუალება ექნებათ მოსულ სტუმრებს.

განხილვა