in

ვინ არიან Touch.Point 2024-ის ჰედლაინერები და რა თემებს დაეთმობა მარტექ ფესტივალის მთავარი სცენა?

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს რიგით მეორე საერთაშორისო მარტექ ფესტივალი Touch.Point ჩატარდება. ღონისძიება გააერთიანებს 20-ზე მეტ სესიას, 4 ვორქშოფს, 2 სცენას, ნეთვორქინგ და ქოვორქინგ ზონებს და შესაძლებლობას, დიდ ეკრანზე ვიზეიმოთ EURO24-ის გახსნის ცერემონიალი და პირველი საფეხბურთო მატჩი. 

წარმოგიდგენთ მოკლე ინფორმაციას წლევანდელი ღონისძიების ჰედლაინერების შესახებ:

ლუიზა ფერგიუსონი — Spotify-ის გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელი

ლუიზა ხელმძღვანელობს Spotify-ის ინტეგრირებულ მარკეტინგულ და პროდუქტიულ ინიციატივებს, მათ შორის ცნობილ Spotify Wrapped კამპანიას. Touch.Point-ზე ის ისაუბრებს Spotify-ის მარკეტინგულ სტრატეგიაზე ისეთ განვითარებად ბაზრებზე, როგორიცაა საქართველო, ხაზს გაუსვამს ტექნოლოგიითა და პერსონალიზაციით უზრუნველყოფილი ავთენტური ლოკალიზაციის მნიშვნელობას. ლუიზა გაგიზიარებთ Spotify Wrapped-ის კულისებს მიღმა და განიხილავს, თუ როგორ ინარჩუნებს ბრენდი გლობალური და ლოკალური სტრატეგიების ბალანსს.

დოტ ლუნგი — „სოციალური დრაკონების დედა“

დოტ ლუნგი, ციფრული მარკეტინგის გურუ, წარადგენს პრეზენტაციას სათაურით: „პირადი ბრენდინგი არის მარკეტინგის მომავალი“. ის გაგიმხელთ ექვს ელემენტს, რომელიც აუცილებელია სოციალური მედიის გავლენის მოსაპოვებლად, ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და ეფექტური სტრატეგიების შესაქმნელად. მეწარმეებისთვის და მარკეტერებისთვის, რომლებიც აპირებენ ხილვადობის გაზრდას, მისი სესია აუცილებელია.

ტომი პეტროვი — CopySight AI-ის CEO

ტომი, ვიზუალური კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების მდიდარი გამოცდილებით, წარადგენს პრეზენტაციას სათაურით:აკრძალული მაგია: AI-ის ძალის გამოყენება კანონის დარღვევის გარეშე“. ის გამჟღავნებს AI-ის შექმნის სამართლებრივ სირთულეებს და მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს საავტორო უფლებების საკითხების გადასაჭრელად. ასევე, მისი ვორქშოპი „ახალ ბაზარზე შესვლის ჭკვიანური სტრატეგია“ დაეხმარება მეწარმეებს, შექმნან ბაზარზე შესვლის ეფექტური სტრატეგიები.

გაბრიელა ტეხეირა — სტრატეგიის დირექტორი DAVID Madrid-ში

გაბრიელას ქინოუთის თემაა: „არაჩვეულებრივი ტენდენციების რეპორტი“, რომელშიც აჩვენებს, როგორ შეუძლია პოპკულტურას კულტურული მოძრაობების გაგება და მომავლისთვის ბრენდების, კომპანიებისა და საკუთარი თავის მომზადება. 13-წლიანი გამოცდილებით ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Netflix და Meta, მისი ხედვები ფასდაუდებელია ტენდენციების გაგებისა და გამოყენებისთვის.

ანდრეას პანაიოტოპულოსი — Uncloudy & Co- დამფუძნებელი/კრეატიული დირექტორი

ანდრეასის ქინოუთის მთავარი თემაა: „მეტავერსი: კარგი, ცუდი და მახინჯი“, ისაუბრებს მეტავერსის  სივრცის უახლეს განვითარებაზე, მათ შორის Apple Vision Pro-ს მაგალითებზე. ის შეისწავლის გემიფიკაციის და მომხმარებლის გამოცდილების ინტერსექციის წერტილებს და შემოგვთავაზებს  მომავლის ხედვას მეტავერსის შესაძლებლობებსა და შეზღუდვებზე.

ზივ მეირი კრეატივის, ბრენდისა და მარკეტინგის კონსულტანტი

ზივ, Google-ის, McCann-ისა და PepsiCo-ს გამოცდილებით, ჩაატარებს ვორქშოპს „კრეატიული პროცესის შეკვეცა — გამოწვევიდან განხორციელებამდე 90 წუთში“. მონაწილეები ჯგუფურად გაამზადებენ რეალური მარკეტინგული პრობლემის ამოსავალს AI ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც აჩქარებს შემოქმედებით პროცესს სტრატეგიიდან განხორციელებამდე.

ტიმი გიურაუ — ინოვაციის ლიდერი Volvo Cars-ში

ტიმის ძირითადი თემა, „დაბრუნება რეალობაში — წონასწორობის პრეზენტაცია მომავალი ტექნოლოგიების, მობილობის შესახებ“, განიხილავს მობილობის მომავალ ტექნოლოგიებს, მათ შორის VR, XR რეალობას. პრაქტიკული მაგალითების გარჩევით შეგვახედებს ვოლვოს ინოვაციების შიდა სამყაროში და გაგვიზიარებს მომავალ ტრენდებს. 

ბენსე ბოდნარი — დამოუკიდებელი კრეატიული დირექტორი

ბენსე განიხილავს „კულტურის შექმნა, არა რეკლამების“ თემას, შემოგთავაზებთ იდეებს ბრენდების შექმნის შესახებ, რომლებიც ვითარდება ინტერნეტ კულტურის სისწრაფით. მისი ნამუშევრები მოიცავს მსოფლიო რეკორდის დამყარებას და საინტერესო კონტენტის შექმნას სხვადასხვა პლატფორმისთვის, რაც მისი სესია უნდა დაესწრონ ისინი, ვისაც სურს დარჩენა ციფრული ეპოქის წინა პლანზე.

შეუერთდით Touch.Point 2024-ს

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გაიგოთ ინდუსტრიის ლიდერებისგან უახლესი ინფორმაცია მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროზე, გაიცნოთ ისინი პირადად, ჩაერთოთ საინტერესო დისკუსიებში და შეიქმნათ კოლაბორაციის შესაძლებლობები. 

Early Bird ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდს.

კორპორატიული შეკვეთის შემთხვევაში დაუკავშირდით ორგანიზატორებს ელ-ფოსტაზე: [email protected] 

 [R]

Google-მა ბავშვებისთვის უსაფრთხო ჭკვიანი საათი გამოუშვა!

მეცნიერებმა მარსის ზედაპირზე ხვრელი აღმოაჩინეს!