in

„თუ რაიმეს მიღწევა გინდა, გვიანი არასდროსაა, მთავარია, არ გაჩერდე“ – ინტერვიუ Touch.Point-ის სპიკერთან, დოთ ლანგთან

ცოტა ხნის წინ თბილისში მარკეტინგული ტექნოლოგიების საერთაშორისო ფესტივალი Touch.Point გაიმართა. ასობით სტუმარს საკუთარი გამოცდილება ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლებმა გაუზიარეს, როგორებიცაა Google, Spotify, Volvo Cars და ა.შ. ღონისძიება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.

Touch.Point-ის ძირითად მომხსენებლებს შორის იყო კონტენტკრეატორი და სოციალური მედიის კონსულტანტი დოთ ლანგი, რომელიც ცნობილია, როგორც Mother of Social Dragons. მან მთავარი სცენიდან არაერთი შთამაგონებელი გზავნილი გააჟღერა, აუდიტორიას პერსონალური ბრენდინგის სტრატეგიის კომპონენტები გაუზიარა და დასასრულს დამსწრეები სახალისო პერფორმანსშიც ჩართო.

დოთ ლანგმა გამოსვლა დაიწყო ამბით, თუ რა გახდა მისი მოტივაცია, გამხდარიყო აქტიური როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე სოციალურ ქსელებში. მისი თქმით, შიშების მიუხედავად, ცდილობდა, არაკომფორტული რამ ეკეთებინა, რათა ამ შეგრძნებას შესჩვეოდა. მას შედეგის მისაღწევად ათი წელი დასჭირდა, ახლა კი სხვებს აძლევს შესაძლებლობას, გაზარდონ საკუთარი ბრენდი სოციალურ ქსელში.

ერთ-ერთ ბრენდს, რომელიც იაპონიაში ოპერირებდა, აინტერესებდა, თუ რატომ არ მუშაობდა Facebook-ზე რეკლამა, იმისდა მიუხედავად, რომ მილიონებს ხარჯავდა. ჩვენ თვალის ერთი შევლებითაც აღმოვაჩინეთ, რომ არასწორი სტრატეგია ჰქონდა არჩეული, რადგან იაპონიაში Facebook პოპულარული არაა და არც იმ ვიზუალურ სტილს აქცევენ ყურადღებას, როგორ კონტენტსაც ისინი რეკლამაში უშვებდნენ. იაპონიაში სულ სხვა სოციალურ ქსელს იყენებენ, Line-ს, სადაც, ძირითადად, ანიმეს სტილის გრაფიკულ კონტენტს შეხვდებით. სტრატეგიის ცვლილებით, ჩვენ ბრენდის აპლიკაციის გადმოწერის მაჩვენებელი 35%-ით გავზარდეთ, სარეკლამო ბიუჯეტი კი რამდენიმე ასეული ათასით დოლარით დავუზოგეთ,“ – განმარტა დოთ ლანგმა.

ახლა ამ და სხვა ხედვებს თუ სტრატეგიებს დოთ ლანგი საკუთარი კურსის, გზამკვლევისა და საერთაშორისო კონფერენციების საშუალებით უზიარებს. Touch.Point-ზე კი მან დამსწრეებს DRAGON სტრატეგიის შესახებ უამბო, რომლის მიხედვით, ბრენდის ან ადამიანის წარმატებას სოციალურ ქსელში რამდენიმე კომპონენტი განაპირობებს. ამ შემთხვევაში, სიტყვა DRAGON აბრევიატურაა და შემდეგნაირად იშიფრება:

  • Dialogue – ბრენდის მიმართ ნდობის კომუნიკაცია განაპირობებს;
  • Relatability – ადამიანური ემოციების გაზიარება და ამბის მოყოლა სოციალურ ქსელში მნიშვნელოვანია;
  • Authenticity – მნიშვნელოვანია, აჩვენო, როგორი ხარ სცენის მიღმა, როგორია შენი ნამდვილი სახე;
  • Give Value – აუდიტორიას სჭირდება ღირებულება – უნდა გაანათლო, გაართო და ჩართულობა გამოიწვიო;
  • Opinion – სოციალურ ქსელში ხშირად ელიან, რომ საკუთარ აზრს გამოხატავ;
  • Niche – უნდა შეგეძლოს სპეციფიკური პრობლემის გადაჭრა;

ამ კომპონენტების შეკრებით კი ვიღებთ შედეგს (Sales) – საკუთარი პროდუქტის ან სერვისების გაყიდვების სტიმულირებას.

რაც უფრო მეტად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიები, რომლის შესახებაც იყო ეს ღონისძიებაც, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ავთენტურობა და ადამიანურობა; ჩვენ უფრო და უფრო მეტს ვსაუბრობთ ბრენდებზე, თუმცა მათი ნაწილი ხშირად უსახოა. სინამდვილეში კი ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავშირები და ბუნებრიობა, ამიტომაც სოციალურ ქსელში წარმატებას ერთი რამ განაპირობებს — შეინარჩუნო ადამიანურობა“, – ამბობს დოთ ლანგი.

მისი თქმით, ადამიანების ცხოვრებაში პერსონალური ბრენდინგი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, იქამდეც კი, სანამ ციფრული პლატფორმები, Facebook ან ციფრული არხები შეიქმნებოდა, რადგან პერსონალური ბრენდინგი რეპუტაციას ნიშნავს. სოციალურ ქსელში კი შეგიძლია, შექმნა იდენტობა, რომელიც შენს ავთენტურ მხარეებს საუკეთესოდ გამოხატავს – სწორედ ამას ასწავლის სხვებს „სოციალური დრაკონების დედა“.

მომავალში ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის შექმნილი იქნება და საგანძური გახდება, იყო ნამდვილი ადამიანი. ავთენტურობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მთავარია, პერსონალური ბრენდინგს უფრო და უფრო მეტი ყურადღება ეთმობა“, – ამბობს დოთ ლანგი.

მისი თქმით, ამ ტენდენციას მონაცემებიც ცხადყოფს. „დღეს მომხმარებელთა 85% ორიენტირებულია ბიზნესლიდერებზე, ვიდრე თავად კომპანიაზე, ამის მაგალითია ილონ მასკი. მომხმარებლების ინტერესის საგანია ადამიანი, რომელიც ბიზნესის უკან დგას. ამიტომაც, თუ გინდა შექმნა ბრენდი, რომელიც მართლაც საინტერესო იქნება აუდიტორიისთვის, უნდა შეინარჩუნო გამჭვირვალობა – აჩვენო, ვინ იკავებენ ლიდერულ პოზიციებს, რა მოსწონთ, რა მოსაზრებები აქვთ მათ. ამგვარად, წარმატების მთავარი საფუძველი ადამიანურობაა, რისი მიღწევაც DRAGON სტრატეგიითაა შესაძლებელი“.

დოთ ლანგმა Touch.Point-ის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციფრულ სამყაროში ადამიანებს რეალური ურთიერთობების დამყარების საშუალება უფრო და უფრო ნაკლებად აქვთ, ასეთი ღონისძიებები კი ახალი სანაცნობო წრის გაჩენის შესაძლებლობას იძლევა.

პანდემიის დროს ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორი მოსაწყენი იყო, რომ ადამიანური ინტერაქციების შესაძლებლობა არ გვქონდა. არ შეგვეძლო, დავმტკბარიყავით იმ სილამაზით, რაც პირისპირ ურთიერთობებს ახლავს. ასეთი ღონისძიებები კი ახალი კავშირების დამყარებისა და თანამოაზრეთა შესაძენად ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო ასაკში შევდივართ, ყველაზე ღირებული და ბედნიერების მომტანი ხომ ადამიანური ურთიერთობები ხდება“.

და ბოლოს, დოთ ლანგმა ისაუბრა საქართველოს ბანკის სლოგანზე „არ გაჩერდე“.

მე ბევრი ვცადე წარმატების მისაღწევად. პრაქტიკულად, ვვარჯიშობდი. ამიტომ მჯერა, რომ ნებისმიერი რამის მიღწევა შეიძლება, თუ ცდი და ისწავლი. ვფიქრობ, თუ რაიმეს გაკეთება ან მიღწევა გინდა ცხოვრებაში, გვიანი არასდროსაა, მთავარია, არ გაჩერდე“.

[პარტნიორის კონტენტი]

#სადანროგორ გავერთოთ 12-14 ივლისს — ღონისძიებების კალენდარი

5 მნიშვნელოვანი პერსონა MINI-ს ავტომობილების ისტორიაში