Touch Summit საერთაშორისო სამიტია ბიზნესისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც 7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართება. ორი დღის განმავლობაში მონაწილეები დაესწრებიან სემინარებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფებსა და შეხვედრებს დაესწრებიან — და რაც მთავარია, ყველაფერი ეს გაჯერებული იქნება შესაძლებლობებით, ბევრი ინსპირაციით, გართობით თუ საღამოს წვეულებებით.
ამასთან, კონფერენცია ორ მთავარ ნაწილად იყოფა:
- სემინარები და ვორკშოპები
- ნეთვორქინგ სესიები
ამგვარი გადანაწილება მონაწილეებს საშუალებას აძლევს, არამხოლოდ ისწავლონ ერთმანეთისგან, არამედ დამსწრეებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ინდუსტრიიდან დაუკავშირდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამიტზე წარმოდგენილი სპიკერები მთელი მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიდან არიან: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Adobe, Mediamonks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და ბევრი სხვა. სპიკერების სრული სიის ნახვა კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.
TOUCH22-ის მთავარი თემებია:
- Tesla AI-ზე დაკვირვება
- კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება
- ფოკუსი დესტრუქციებზე. როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ქაოსით სავსე სამყაროში?
- მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და კოლექტიური მეხსიერების ძალა.
- “Human Machine Interface” — წარსული, აწმყო, მომავალი
- ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები
- მდგრადი ჰიპერ ზრდა, რევოლუტის წარმატების ფორმულა
- “Fast and Furious” — რა შეიძლება ისწავლონ სტარტაპებმა მობილური თამაშების მარკეტინგული აქტივობებიდან?
- ფუსტრირებული დიზაინ პატერნების მოგვარება 2023-ში
- საკმარისია მუშაობა! — ეს იხსნის სამყაროს
- “Reverse Engineering”-ის გაცნობა and iOS სისტემის უსაფრთხოება
- მოდის ინდუსტრია მეტავერსში — დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია
- კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში
- “Oops-My Office is Gone” ბედნიერება სამსახურში
- “Design Thinking” — რატომ შეიძლება ის არ მუშაობდეს ისე, როგორც მოსალოდნელია
- “Behavioral Science” — ფსიქოლოგია ტექნოლოგიაში
რაც შეეხება მონაწილეებს, სამიტზე დასწრება შეუძლიათ სხვადასხვა ინდუსტრიის და კომპანიის წამყვანი მენეჯერებს, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი ბიზნესი გააუმჯობესონ, დეველოპერებს, მარკეტერებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს, დიზაინერებს, სტუდენტებს, ინოვატორებსა და მაძიებლებს.
ვინც უკვე დაინტერესდით, “Early Bird” ბილეთების ყიდვა უკვე შესაძლებელია ამ ვებგვერდზე.
კონფერენციის მხარდამჭერები და მედია პარტნიორები არიან: თბილისის მერია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ბანკი, Noxtton, ტერმინალი, epam, marketer.ge, at.ge, on.ge, next.on.ge და enterprenuer.com
[პარტნიორის კონტენტი]