in

ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში “Touch22” 7-8 დეკემბერს გაიმართა

ტექნოლოგიური სამიტი Touch22  7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართა.  ღონისძიებას ჰყავდა 1200-ზე მეტი დელეგატი, 55+ სპიკერი, 35+ პარტნიორი. ამასთანავე, ჩატარდა 5 ვოქრშოფი, 46 ქინოუთ სესია და 6 პანელური დისკუსია.

მთლიანობაში, ეს ორი დღე დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იყო სემინარებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი ინსპირაციით, გართობით და საღამოს წვეულებებით.

Touch22-ზე წარმოდგენილი იყვნენ სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Media.Monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და ბევრი სხვა.

სპიკერების სრული სია ამ ბმულზე იხილეთ.

TOUCH22-ს 4 მთავარი მიმართულება ჰქონდა წელს არჩეული: ტექნოლოგიები, დიზაინი, ბიზნესი და მომავალი.

ქვემოთ მოცემულია სემინარების სათაურების ნაწილი, რომლის მოსმენაც მაყურებელს Touch22-ზე შეეძლო:

  • Tesla AI-ზე დაკვირვება
  • კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება
  • ფოკუსი დესტრუქციებზე. როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ქაოსით სავსე სამყაროში?
  • მეტავერსის შექმნა, ციფრული არქივი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და კოლექტიური მეხსიერების ძალა.
  • “Human Machine Interface” — წარსული, აწმყო, მომავალი
  • ტიპოგრაფია ციფრულ გარემოებში და მომავალი ტექნოლოგიები
  • მდგრადი ჰიპერ ზრდა, რევოლუტის წარმატების ფორმულა
  • “Fast and Furious” — რა შეიძლება ისწავლონ სტრატაპებმა მობილური თამაშების მარკეტინგული აქტივობებიდან?
  • ფუსტრირებული დიზაინ პატერნების მოგვარება 2023-ში
  • საკმარისია მუშაობა! – ეს იხსნის სამყაროს
  • “Reverse Engineering“-ის გაცნობა and iOS სისტემის უსაფრთხოება
  • მოდის ინდუსტრია მეტავერსში — დიზაინის და ტექნოლოგიების კოლიზია
  • კრეატიული ტექნოლოგიები სარეკლამო ინდუსტრიაში
  • “Oops-My Office is Gone” ბედნიერება სამსახურში
  • “Design Thinking” — რატომ შეიძლება ის არ მუშაობდეს ისე, როგორც მოსალოდნელია
  • “Behavioral Science” — ფსიქოლოგია ტექნოლოგიაში

ორგანიზატორების შეფასებით, ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, რადგან Touch Platform-ის მთავარი მიზანი, შექმნილიყო ახალი შეხების წერტილები ტექნოლოგიების სფეროსთან დაახლოებული ადამიანებისთვის, მიღწეულია.

კომენტარი ორგანიზატორების მხრიდან: ბექა ქვარცხავა (დამფუძნებელი), ნათია გოგია (CEO)

„დაარსების დღიდან თაჩის მთავარი მიზანი განათლების ხელმისაწვდომობაა, რათა ამ ცოდნამ ჩვენს გონებაში მოახდინოს სწორი მაინდსეტის/ფიქრის ფორმირება და შესაძლებლობების გამოყენების სწორი გზები დაგვანახოს.

წლიდან წლამდე ვცდილობთ, მაქსიმალურად საინტერესო თემები და აუდიტორია შევკრიბოთ, ერთმანეთში ცოდნის, კონტაქტების და რესურსების გასაზიარებლად.

გვჯერა, რომ დღეს არსებული შესაძლებლობებით შეგვიძლია, უკეთესი ადამიანები გავხდეთ, უკეთესი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი. მოვუტანოთ სიკეთე და საჭირო გადაწყვეტები სამყაროს.

ამ ყველაფრის შესაძლებლობას კი ტექნოლოგიები იძლევა. გვჯერა, რომ ლოკალურად შექმნილი პროდუქტი, შესაძლოა, ბევრი სხვა ადამიანისთვის გახდეს საყვარელი ინსტრუმენტი, შესაძლებლობა და საჭიროება.

თუ დავიჯერებთ საკუთარ შესაძლებლობებს, დავიჯერებთ, რომ შესაძლებელია სწორი სინქრონიზაცციებით უკეთესი მომავლის შექმნა. და ამას ჩვენ თუ არა, სხვა ჩვენს გამო არ იზამს“.

სპონსორები და მედია პარტნიორები: https://touch.ge/summit/partners

[პარტნიორის კონტენტი]

„აირჩიე, რაც გინდა და გაუზიარე სხვებს“ — Samsung-ის ახალი კამპანია

შატო მუხრანში წელს განსაკუთრებული წინასაახალწლო განწყობა დაგხვდებათ