in

კავკასიის რეგიონის ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია — Touch Summit ბრუნდება

წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური სამიტი — TOUCH23, ტრადიციულად, რუსთაველის თეატრში, 7 და 8 დეკემბერს გაიმართება.

ეს ორდღიანი თავგადასავალი გადანაწილებული იქნება თეატრის სხვადასხვა სივრცეებში, სამ სხვადასხვა სცენაზე: მომავლის, განვითარების და სტარტაპ და საინვესტიციო ისტორიების. ასევე, პროგრამა დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, მენტორშიფ სესიებით, საერთო სამუშაო სივრცით,  ბევრი ინსპირაციით, აღმოჩენებითა და ახალი კავშირებით.

წლევანდელი სამიტის მიზანია, კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.

წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Meta, IDEO, ReadyPlayerMe, NVIDIA, Spotify, MIRO, Sandbox, Cloudflare, Brain.Space, Breakfast.app, Dutch Digital Design, Launch Code, Keely Consulting და ბევრი სხვა. სპიკერების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ სამიტის ვებგვერდს ადევნოთ თვალი — აქ სიახლეები აქტიურად განახლდება.

სამიტზე წელს განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. ინვესტორებისა და სტარტაპებისთვის შემუშავებული იქნება ცალკე პროგრამა პრეზენტაციებით და პანელური დისკუსიებით. ყველა სტარტაპ დელეგატს საშუალება ექნება, მენტორშიფ სესიები ჩანიშნოს სამიტზე მოწვეულ მენტორებთან. 

წელს ორგანიზატორები განსაკუთრებულად საინტერესო და ხმაურიან STARTUP CHALLENGE-ს გვპირდებიან, რაზეც მეტი დეტალები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.  

სამიტის ფარგლებში სტარტაპებისთვის ასევე ცალკე გამოყოფილი იქნება საექსპოზიციო სივრცე, სადაც 30-მდე სტარტაპს მიეცემა შესაძლებლობა, ადგილზე გააცნონ დამსწრე დელეგატებს თავისი პროდუქტი.

ორგანიზატორების მოლოდინით, ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ინვესტორი (VC’s & Angels) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიის და EMEA რეგიონებიდან. ასევე, 100-ზე მეტი სტარტაპი — მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთი, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.

ამასთან, „Early bird“ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო! ბილეთების შეძენა კი მხოლოდ ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

სამიტის ოფიციალური პარტნიორები არიან: Acrobator VC, Bank of Georgia, GITA, Georgia Travel, Tbilisi City Hall, Dblock, Terminal, Veli.Store, Mtebi, Onesoul

მედია პარტნიორები არიან: On.ge, Next.on.ge, Entrepreneur.ge, Marketer.ge 

[პარტნიორის კონტენტი]

„დენდი“ და 90-იანები – გიორგი მურადაშვილის მოგონებებიდან დაწყებული საქმიანობა

3 კითხვა, რომლებიც საუკეთესო ხელმძღვანელად გაქცევთ