მუზეუმის დანიშნულება თავისი განსაკუთრებული ექსპონატების, ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების ნიმუშების საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრისთვის გაზიარებაა. სამწუხაროა, რომ კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს მუზეუმებში მხოლოდ მშრალი ნაწერების ამოკითხვა და ექსპონატის შესახებ ზედაპირული წარმოდგენის შექმნა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, პრაღის ნაციონალურმა მუზეუმმა გადაწყვიტა პრობლემა მაქსიმალურად ორიგინალურად და რაც მთავარია, ეფექტურად მოეგვარებინა. თანამედროვე ვირტუალური ხელთათმანებისა და სპეციალური ტექნოლოგიის დახმარებით, მუზეუმმა მხედველობადაქვეითებულ დამთვალიერებლებს საშუალება მისცა, ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში დეტალურად, ხელის შეხებით წარმოედგინათ.