ველოსპორტის შეჯიბრს Le Tour de France ახალი ვიზუალური იდენტობა აქვს. კომპანიამ უარი თქვა “Le”-ზეც და სიმბოლოზე მხოლოდ Tour De France დატოვა. შეიცვალა ფერიც და ახლა სტაფილოსფრის ნაცვლად, სიმბოლოზე ყვითელს ვიხილავთ. ფონტი უცვლელი დარჩა. უცვლელია ლოგოს კონცეფციაც, სადაც Tour-ის ასო “O” და ყვითელი წრე ველოსიპედის კონტურებს ქმნიან. სიტყვა France კი უფრო აკურატულად და მომრგვალებული ფორმებითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია ყვითელი ფერიც, რომელიც სიმბოლურად მზესა და ბორბალს ასახავს. ასევე, ის კავშირშია ყვითელ მაისურთან, რომელიც შეჯიბრის გამარჯვებულს აცვია ხოლმე.
(ნახეთ ძველი ლოგოს კონცეფცია, რომელზეც გრაფიკოსმა დიზაინერმა ჟოელ გუინონმა იმუშავა).