in

15 ივნისიდან, საქართველოში, ტურიზმი იხსნება

15 ივნისიდან, საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, 1-ლი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

bog
bog-mob

„ 15 ივნისიდან, საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ისე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით, ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კი განმარტა, რომ ამ პერიოდამდე იმ დაბალბიუჯეტიან კომპანიებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ვინც პანდემიამდე საქართველოში ოპერირებდა და შემდგომშიც გააგრძელებს ფრენას. თუმცა, მისი თქმით, მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობს.

„აქტიურ კომუნიკაციაში „ვიზეართან“. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დავინახოთ, რომ „ვიზეარი“ შეასრულებს ყველა იმ საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტს, რაც იქნება ამ დღეებში დაწესებული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან. უკვე გამოქვეყნებულია IATA-ს სტანდარტებიც, რომელიც ავიაციას ეხება და იქ ერთი შეხედვით არაფერია ისეთი, რაც არ შეიძლება შეასრულონ საერთაშორისო კომპანიებმა. . . ჩვენ აქამდე საკმაოდ წარმატებულ პოლიტიკას ვახორციელებდით ავიაციის სფეროში. ეს მარკეტინგული მხარდაჭერასაც გულისხმობდა და ამ პოლიტიკის წყალობით ჩვენ გავაორმაგეთ „ვიზეარის“ ფრენები, „რაინეარი“ შემოვიყვანეთ და სხვა საავიაციო მიმართულებები გავხსენით. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ, უბრალოდ, მას ახალ რეალობას მოვარგებთ“.

რაც შეეხება მიმართულებებს, ნათია თურნავამ თქვა, რომ აქტუალურია როგორც ტრადიციული მიმართულებები ევროკავშირის მიმართულებით, ისე მეზობელი ქვეყნები.

„პირველი და შედარებით მარტივი არის, რომ აღდგეს ფრენები იმ ტრადიციული მიმართულებებით, რაც [პანდემიამდე] გვქონდა. ვლაპარაკობთ „აირზენასთან“, რომ სულ მცირე 2 მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ, იმიტომ, რომ ახლა მთავრობა და საავიაციო სექტორი ერთმანეთს გვერდში თუ არ დაუდგა, გაჭირდება ფრენების სწრაფად აღდგენა. პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან, აქტიურები ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებაშიც. თუმცა ყველაზე რეალისტურია, რომ პირველი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ. ეს კოვიდამდეც აქტიური მიმართულება იყო. მათ არამარტო საჰაერო გზებით, არამედ სახმელეთო გზებითაც შეუძლიათ შემოსვლა“.

ნათია თურნავამ თქვა, რომ დეტალურ ინფორმაციას კომპანიებისა და იმ ქვეყნების შესახებ, საიდანაც ტურისტული მარშრუტები გაიხსნება, ამ დღეებში წარმოადგენენ.

გიგანტური “სელფი პანდას” ინსტალაცია, როგორც ჩინეთის რეგიონის სიმბოლო

გასართობ-შემეცნებითი პლატფორმა Movement EDU – ანანო ბაკურაძისა და ეკატერინე ქადაგიშვილის ახალი პროექტი