2
Mar
2018

როგორ გამოვიყენოთ ტურისტული იპოთეკა? – ტერაბანკის ახალი პროდუქტი

2 Mar 2018

ტერაბანკი მომხმარებლებს ახალ პროდუქტს – ტურისტულ იპოთეკას სთავაზობს. სესხი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც დამატებითი შემოსავლის მისაღებად, დედაქალაქისა თუ რეგიონების ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ბინის შეძენა, გარემონტება, კეთილმოწყობა და ტურისტებზე გაქირავება სურთ, თუმცა თანხა არ ჰყოფნით და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს ეძებენ. ახალი პროდუქტი საცალო სეგმენტზეა გათვლილი და გამარტივებული პირობით გაიცემა. თანხის გაცემისას ბანკი ბინის გაქირავებიდან მიღებულ პოტენციურ შემოსავალსაც ითვალისწინებს. მომხმარებელს კი შესაძლებლობა აქვს, დამატებითი შემოსავალი მიიღოს და აღებული სესხიც მისი მეშვეობით დაფაროს. ამასთან, ტერაბანკი პროდუქტით სარგებლობის მსურველებს ტურისტულად ნაკლებადაქტიურ სეზონებში საშეღავათო პერიოდსა და გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს შესთავაზებს.

ტერაბანკმა აღნიშნული პროდუქტის შეთავაზება საქართველოში ტურიზმის მზარდ განვითარებასა და იმ მოთხოვნებს დაუკავშირა, რომლებიც ბაზარზე ბოლო პერიოდში გაჩნდა. როგორც  ტერაბანკში აცხადებენ, ახალი ტურისტული ადგილების ინტენსიური ათვისების ფონზე გამოიკვეთა, რომ ბინების შეძენა და მათი ტურისტებზე გაქირავება საკმაოდ გამართლებული ინვესტიციაა.

„ტერაბანკი სწორედ ამ ტენდენციასა და ბაზარზე არსებულ რეალურ მოთხოვნას გამოეხმაურა.  ვფიქრობთ, რომ ტურისტული იპოთეკის შეთავაზებით ადამიანებს არა მარტო დამატებითი შემოსავლის მიღებაში დავეხმარებით, არამედ საშუალებას მივცემთ, რომ ტერაბანკთან ერთად ქვეყნის ტურიზმის განვითარებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. გვაქვს მოლოდინი, რომ მათი დაინტერესება მაღალი იქნება“, – აღნიშნავენ ტერბანკში.

მოცემული პროდუქტზე დამატებითი ინფორმაციის მიღება ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. პირველ ეტაპზე სესხი თბილისის, გუდაურის, ბაკურიანისა და შავი ზღვის სანაპიროს  ტურისტულად აქტიურ ადგილებში შესაძენ უძრავ ქონებაზე გაიცემა. სამომავლოდ კი ეს ჩამონათვალი კიდევ უფრო გაფართოვდება.

ტერაბანკი უკვე 18 წელია რაც ბაზარზეა, თუმცა ტერაბანკის სახელით მხოლოდ 2016 წლიდან, რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირებს. ბანკის  მთავარი აქციონერი შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით.

[R]

განხილვა