in

ბათუმში ქართული ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, „ტურისტერი 2023“ გაიმართება

10-11 ნოემბერს ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ 2023 იმართება. 2 დღის განმავლობაში ფესტივალის 400-მდე სტუმარს საშუალება ექნება, მოუსმინოს მსოფლიო ტურიზმის ლიდერი კომპანიების და გამოცდილი ადგილობრივი პროფესიონალების გამოსვლებს და პანელურ დისკუსიებს: TripAdvisor, Expedia, Google Cloud, Arctur, Boats and Go, Sojern, Liubliana DMO, Glovo, Bolt, Arealy, Biliki App, Hill Inn და სხვები.

„ტურისტერი 2023-ის“ ფარგლებში სწორედ აღნიშნული კომპანიები, Google Cloud, TripAdvisor და Expedia, ისაუბრებენ ამ მნიშვნელოვან თემებზე და გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას; ასევე, საუკეთესო  საერთაშორისო, მათ შორის ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ, მაგალითებს.

Google Cloud-ის ციფრული ტრანსფორმაციების ექსპერტი, ჟივკო გურმანოვი, ისაუბრებს, რა ხელსაწყოებს სთავაზობს Google Cloud სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების სფეროს და  როგორ შეიძლება ამ ხელსაწყოების გამოყენება მონაცემთა შეგროვებისთვის თუ კლიენტებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ამასთანავე, Google Cloud ფესტივალის სტუმრებს $4000-მდე ღირებულების ბიზნეს-განვითარების რესურსებს შესთავაზებს დამსწრე მცირე და საშუალო ბიზნესებს.

Expedia-ს აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესების განვითარების კოორდინატორი, ლაურა მილოშ სანჩესი, ისაუბრებს ტურისტის ქცევის ცვლილებაზე — კერძოდ, მოგზაურობის დაგეგმვის ახალ თავისებურებებზე და ამ მიმართულებით ახალ ტრენდებზე ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ქეისებზე დაყრდნობით. ხოლო კონკრეტული აქცენტი სასტუმრო და ავია ინდუსტრიაზე გაკეთდება.

Tripdavisor-ის აღმოსავლეთ ევროპის კლიენტთა მომსახურების მენეჯერი, ალეხანერ გროსი, კი ისაუბრებს ტურისტის ქცევის ცვლილებაზე, თაობებს (თაობა X,  მილენიალები, ზეტ თაობა) შორის განსხვავებულ ქცევებზე და როგორ პასუხობს Tripdavisor აღნიშნულ ცვლილებებს.

ასევე საგულისხმოა, რომ Google Cloud და TripAdvisor ზემოაღნიშნულ თემებზე გამართავენ ვორკშოპებს, სადაც კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება განხილული ეს თემები სასტუმროების, რესტორნებისა და უძრავი ქონების წარმომადგენლებისთვის.

კიდეც ერთი მნიშვნელოვანი ვორკშოპი დაეთმობა ტურიზმის მოსაკრებლის დანერგვას საქართველოში. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ტურიზმის საკანონმდებლო და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესების ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის მოსაკრებლის დანერგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმში. (ტურიზმის მოსაკრებელი გახლავთ მუნიციპალური გადასახადი, რომელსაც იხდის მხოლოდ ტურისტი ღამისთევის შემთხვევაში, შესაბამისად, გადასახადი არ ეკისრება ადგილობრივ ბიზნესოპერატორს).

ვორკშოპზე წარმოდგენილი იქნება ტურიზმის მოსაკრებლის რეგულირების ზეგავლენის პოტენციური შედეგები და ასევე დღგ-ს მიმართება ტურიზმის მოსაკრებლის ადმინისტრირებასთან, რასაც დაემატება ტურიზმის გადასახადების შეგროვებისა და მართვის სლოვენიური, კერძოდ კი, ლიუბლიანას მაგალითის განხილვა; ასევე, მონაცემთა ანალიტიკის გაუმჯობესების გზები ტურიზმის გადასახადის ჭრილში.

ფესტივალის გენერალური სპონსორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი და USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა;

გასტრონომიული მიმართულების გენერალური სპონსორი: რესტორანი „რუსთაველი“;

პარტნიორები: ევროკავშირი-გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), ბათუმის მერია, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა; სადისტრიბუციო კომპანია „ალალი“, სასტუმრო კოლიზეუმი მარინა, სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმი, გურუ ჰოლდინგი, ბეტა პრინტი;

მედია პარტნიორები: bm.ge , entrepreneur.ge და რადიო „ბათუმი“; 

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

ორგანიზატორები: ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული სააგენტო „შინდი“.

[R]

OpenAI ახალ GPT-4 Turbo-ს უშვებს!

საერთაშორისო კომპანია SmartSoft-ის სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და ბრენდინგს ნათიკა ბერძული უხელმძღვანელებს