3
Dec
2018

გვინეტ პელტროუ VS გვინეტ პელტროუ – საიუველირო ბრენდის რეკლამა

3 Dec 2018

ესპანურმა საიუველირო ბრენდმა “TOUS“ 2018 წლის შემოდგომა – ზამთრის კოლექცია წარადგინა. მათ სიახლეს სპეციალური კამპანია – ამბავი #9 – მიუძღვნეს. ვიდეორგოლების მთავარი გმირი ამერიკელი მსახიობი გვინეტ პელტროუა.

 

 

„დეიდა ედნას ანდერძი“ – ასე ჰქვია საახალწლო სერიას, რომელიც ტყუპების, გრეისისა და ენის ამბავს მოგვითხრობს. ორივე და ოცნებობს, მემკვიდრეობით მიიღოს ძალიან ძვირფასი, TOUS-ის ყელსაბამი. თუმცა, საამისოდ, მათ სამი, ძალიან უცნაური ტესტი უნდა გაიარონ.

 

ანდერძის პირობის თანახმად, ყელსაბამი, შეჯიბრებებში საბოლოო გამარჯვებულს გადაეცემა. როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, ამ კამპანიით ხაზს უსვამენ, რამდენად ძვირფასია მათი სამკაულები.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მთავარი აქცენტი სოციალურ მედიაზე გააკეთა. გადაწყვეტილება, ვის დარჩება ყელსაბამი, ინტერნეტის მომხმარებლებმა უნდა მიიღონ და ხმა იმ დას მისცენ, რომელიც მათი აზრით, უფრო მეტად იმსახურებს ძვირფას სამკაულს. გამოკითხვა მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ვიდეორგოლებიც სხვადასხვა ენაზეა.

 

ამბების სერიებით თხრობა TOUS-ისთვის უცხო არ არის. 2014 წლიდან, ბრენდი სეზონურ კოლექციებს, ამ ფორმით წარადგენს ხოლმე. მათი გმირი კი, 2016 წლიდან, გვინეტ პელტროუა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განხილვა