in

სითი მოლში ესპანური ბრენდის, TOUS-ის კონცეპტუალური მაღაზია გაიხსნა!

„ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ბრენდი. ჩვენ ვართ ბრენდი, რომელიც ირჩევს გაბედულობას. აქ შეხვდებით ადამიანებს, რომელთაც არ ეშინიათ საკუთარი თავის გამოხატვისა და შემოქმედებითობის“,ეს სიტყვები TOUS-ის მთელ არსს აღწერს; ესპანური ბრენდის, რომლის პირველი კონცეპტუალური მაღაზიაც თბილისში კომპანია TI’ME-მა გახსნა.

მაღაზია სითი მოლში, ვაჟა-ფშაველას 70 ნომერში მდებარეობს მდებარეობს და თოუსის 2023-2024 წლების უახლეს კოლექციას მოიცავს. ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ ცნობილი ინფლუენსერები, მოდელები და მსახიობები — აქ ბრენდისა და პარტნიორი კომპანიების სხვადასხვა საჩუქარიც გათამაშდა. ასევე, თითოეულ სტუმარს თოუსის ნიშური დათუნიას ფიგურაც გადაეცა საჩუქრად.

„გვინდოდა, ჩვენს პორტფოლიოში შემავალი ბრენდების რიცხვი ისეთი ცნობადი სახელით გაგვემრავალფეროვნებინა, როგორიც TOUS-ია — მსოფლიოში აღიარებული ბრენდი სამკაულებისა და აქსესუარების მიმართულებით. თანაც მიგვაჩნია, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის თოუსის პროდუქციის ექსკლუზიურად შეთავაზება საინტერესო იქნება. ვფიქრობთ, ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი გახდება ჩვენს ბაზარზე, თავისი ნიშანდობლივი ვიზუალიდან გამომდინარე“,აღნიშნავს ქეთი გაბიტაშვილი, TI’ME-ის გენერალური მენეჯერი.

ესპანური ბრენდის ისტორია 1920 წლიდან იწყება, როდესაც სალვადორ თოუს ბლავიმ და მისმა მეუღლე ტერეზამ საათების შეკეთების მცირე სახელოსნო გახსნეს; თანდათანობით კი ცნობილ საიუველირო კომპანიად ჩამოყალიბდა. სამი სხვადასხვა თაობის ხელმძღვანელობით, 100-წლიანმა შემოქმედებითმა მემკვიდრეობამ სამკაულებისა და აქსესუარების გლობალური ბრენდის სახე მიიღო — ბრენდის, რომელიც ცნობილია ინოვაციებითა და გამბედაობით.

საგულისხმოა, რომ TI’ME-ის განსაკუთრებული ყურადღება თოუსის ნიშურმა ფორმამ და ვიზუალმა დაიმსახურა — მათ შორისაა ბრენდის განუყოფელი სიმბოლო დათუნიას სახით. „სწორედ დათუნიას მეშვეობით გახდა თოუსი ცნობილი — ეს ფიგურა ბავშვობასთან, წარმატებასთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება. ბრენდის თითქმის ყველა პროდუქციაშია ის გამოყენებული. უბრალოდ, ოქროს ხაზი, რომელიც მეტწილად ბესტსელერია, ისეთ მოდელებსაც მოიცავს, სადაც დათუნიას ფიგურას არ ვხვდებით“,განმარტავს თამარ შენგელია, TOUS-ის მაღაზიის მენეჯერი.

გარდა ამისა, ნაკეთობები დამზადების ტექნოლოგიით გამოირჩევა, რაც ინოვაციურ მეთოდებსა და უმაღლეს ხარისხს გულისხმობს. თითოეული მათგანი ხელნაკეთია, გამოყენებული მეტალები კი განსაკუთრებული ბრწყინვალებით გამოირჩევა — შესაბამისად, ერთ-ერთი მოთხოვნადი ბრენდია მსოფლიო ბაზარზე.

როგორც ქეთი გაბიტაშვილი ამბობს, ჯერჯერობით სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერ ისაუბრებს, თუმცა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში TOUS-ის დამატებით კონცეპტუალურ მაღაზიებსაც ვიხილავთ საქართველოს ბაზარზე.

[R]

მოდის ინდუსტრიის მარკეტინგი მოსაწყენი გახდა?!

GPT კალამი თქვენს ჩანაწერებს გააციფრულებს